მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე (მე-4)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე (მე-4) უბრალობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონი დიდთან(ხს.17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონიმ არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ ანტონიმ მორჩილება დაუწესა პავლეს, წრთვნიდა მას შრომით, მარხვით, ღამისთევებით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით, ბოლოს კი ნება დართო განმარტოებულ სენაკში დასახლებულიყო.

მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.