მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ურსპასიანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ურსპასიანე ქ. ნიკომიდიაში ეწამა 295 წელს. იმპერატორი მაქსიმიანე  ჰერკულესი(284-305;307-310) სასტიკად დევნიდა ჯარში და სასახლის კარზე მომსახურე ქრისტიანებს. წარჩინებულმა კარისკაცმა ურსპასიანემ თავისი მოსასხამი და მხედრული სარტყელი მის წინაშე დაყარა და უთხრა:“ამიერიდან ვარ მხედარი  ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა“. მაქსიმიანებ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს დცა ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს-ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს.

წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) სასახლის კარზე.; ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისსემძლეობაში. ამის შემდეგ წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.