მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოდრატე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოდრატე წარჩინებულთა ოჯახის შვილი იყო. ის მთელ ქონებას რწმენისათვის დევნილ და ტყვექმნილ ქრისტიანებს ახმარდა.

როდესაც ნიკომიდიაში ჩავიდა იმპერატორის მოხელე, პროკონსული პერენიუსი, წმიდა კოდრატემ სხვათა გასამხნევებლად საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და მდევნელის წინაშე წარსდგა. თავიდან პერენიუსი ჯილდოებითა და პატივით ცდილობდა კოდრატეს გულის მოგებას, მაგარმ როცა თავისი გადაწყვეტილების უსუსურობას მიხვდა, ბრძანა წმიდანი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ლურსმნებზე დაეწვინათ და გულზე ლოდი დაედოთ.

ნიკეაში მიმავალმა პროკონსულმა ყველა ქრისტიანიმ მათ შორის წმიდა კოდრატეც, თან წაიყვანა. ქალაქში ჩასვლისთანავე წმიდანის თხოვნით ქრისტიანები წარმართულ ტაძარში მიიყვანეს. როგორც კი ბორკილები შეუხსნეს, წმიდა კოდრატემ კერპები დაამსხვრია. პროკონსულის ბრძანებიტ წმიდანი აწამეს. ის მაინც მხნედ იყო და თავისი სიმტკიცით სხვა მოწამეებსაც ამხნევებდა.

წამების დროს მოწამეებს თავს ნაძთელი დაადგა, წარმართები კი ბნელში აღმოჩნდნენ. სამარისებურ სიჩუმეში ანგელოზების გალობა გაისმა. ამ სასწაული მნახველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. პერენიუსის ბრძანებით ისინიც საპყრობილეში ჩაყარეს.

წმიდა კოდრატე შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ხრამში გადააგდეს. მეორე დილით, ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოწამე საღ-სალამთი იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდანი ისევ სასტიკად აწამეს. ორი კეთილშობილი მოქალაქე, სატორინე და რუფინე, სიბრალულით განიმსჭვალნენ კოდრატეს მიმართ. ეს პერენიუსმა შეამჩნია და ბრძანა თავი მოეკვეთათ მათთვის.

პერენიუსი ახალ-ახალ სატანჯველებს იგონებდა კოდრატესათვის, მაგრამ მისი სულის გატეხვა ვერ მოახერხა. ბოლოს პროკონსულის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს.