მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფანე სიღრიანელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფანე სიღრიანელი დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში, მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის(717-741) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა.  თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის(775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა ცოლი შეერთო, მაგღამ მეუღლესთან შეანხმებით უბიწობა დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. სიღრიანის მონასტერში ყოფნისას თეოფინე შეხვდა ბერს, გრიგოლ სტრატიგს, რომელმაც თეოფანეს მეუღლეს მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეოფინეს მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა, თავად თეოფანე კი ბერმა მონაზვნად აკურთხა. მამა გრიგოლის კურთხევით თეოფანემ მონასტერი მოაწყო მარმარილოს ზღვის კუნძულ ვოლომინზე. ის სენაკში განმარტოვდა და წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. შემდეგ მან კიდევ ერთი მონასტერი დააარსა სიღრინიაში და მისი იღუმენი გახდა. ღირსი მამა საკუთარი ხელით აშენებდა მონასტერს და თავისი შრომისმოყვარეობით სანიმუშო იყო სხვებისთვის.

წმიდა თეოფანე უფლისაგან კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. 787 წელს იგი მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი.

50 წლის ასაკსი ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა „ქრონოგრაფია“- ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.

ლეონ სომეხის(813-820) გამეფების შემდეგ ხატმბრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა(818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღდგა. წმიდა თეოფანეს ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.