მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მართალი ფინეესი
#წმინდათა ცხოვრება

მართალი ფინეესი ძველი აღთქმის მღვდელმთავარ აარონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, თვითონაც მღვდელი იყო.

როცა წმიდა წინასწარმეტყველ მოსეს(ხს.4 სექტემბერი) მიერ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანილი ისრაელნი აღქმულ მიწას მიუახლოვდნენ, მათი მეზობელნი- მოაბელნი და მადიამელნი, შიშითა და შურით აღივსნენ, მოგვი ბალაამი მოიწვიეს და სთხოვეს, დაეწყევლა ებრაელები. უფლის ნებით, ბალაამმა სამგზის აკურთხა ღვთივრჩეული ერი. მაშინ მოაბელებმა ისრაელები ბელფეგორეს კერპით აცდუნეს. უფალმა დასაჯა განდგომილები: ათასობით ებრაელი დახოცა შავი ჭირით. ამ დროს ვინმე ზიმრიმ, სვიმეონის ტომიდან, მოსესა და მთელი კრებულის თვალწინ მადიამელი დედაკაცი მოიყვანა. განრისხებულმა ფინეესმა ისრაიტელიც და დედაკაციც მახვილით განგმირა. „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ფინეეზ, ძემან ელეაზარისმან, ძისა აპრონ მღვდელისამან, დააცხვრო რისხვა ჩემი ძეთაგან ისრაელისათა აღშურებასა შურისა ჩემისასა მათ შორის, და არა მოვსპენ ძენი ისრაელისანი შურსა შინა ჩემსა. ესრე არქუ: აჰა ესერა მე მევსცემ მას აღთქუმასა მშვიდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქუმაი მღვდელობისა საუკუნი, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება ყო  ძეთათვის ისრაელისათა“. (რიცხ.25.10-13). ამის შემდეგ ღვთის მოწოდებით, ისრაელთა ლაშქარმა მართალი ფინეესის წინამძღოლობით სძლია მოაბელებს. ელიაზარის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ფინეესი ერთხმად აირჩიეს მღვდემთავრად. ფინეესი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული (დაახ. 1500 წელი ქრისტემდე).