მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კირილე კატანელი
წმიდა კირილე კატანელი (111)

წმიდა კირილე კატანელი ანტიოქიაში დაიბადა. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფე და მისგან იქნა ხელდასმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. წმიდა მამა უფლისგან სასწაულქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახდა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში(111).