მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა თომა კონსტანტინოპოლელი
წმიდა თომა კონსტანტინოპოლელი (610)

წმიდა თომა კონსტანტინოპოლელი წმიდა პატრიარქ კვირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად.

წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატიაში(მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვარებმა დაიწყეს ქანაობა, ერთმანეთს ეხლებოდნენ და იმსხვრეოდნენ. პატრიარქის თხოვნით, წმიდა თეოდორე სიკიელმა(ხს.22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვებით ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი-ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.

წმიდა თომას გარდაცვალების(610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი(610-638) მონოთელიტთა ეროსს მიემხრო. მალე ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე მთლიანად განადგურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.