მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
აბაკუმ წინასწარმეტყველი |
თავი 3 |
1ლოცვაჲ ამბაკომ წინაწარმეტყუელისა გალობით: 2უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და განვჰკერთ საშუალ ორთა ცხოველთასა. იცნობე მოახლებისა შორის წელთაჲსა, გამოსცხადენ მუნ ყოფასა შორის ჟამისასა, აღმოიჩინე აღშფოთებასა შინა სულისა ჩემისასა, რისხვისა მიერ წყალობაჲ მოიჴსენო. 3ღმერთი თემანით მოვიდეს და წმიდაჲ მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისაჲსა (განსუენება), დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე ქუეყანაჲ 4და მთოვარე მისი ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა. 5და დადვა შეყუარება მტკიცე ძალისა მისისა. წინაშე პირსა მისსა ვიდოდეს სიტყუა. და განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი. 6და დადგა და შეიძრა ქუეყანა, ზედ მიიხილა და დადნეს წარმართნი და დაიმუსრნეს მთანი იძულებითა, დადნეს ბორცუნი საუკუნენი მისნი. 7შრომათა წილ ვიხილენ დაკარვებანი ეთიოპელთანი. შეძრწუნდენ დაკარვებანი ქუეყანისა მადიამისანი. 8ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაჲ შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰჴედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობაჲ შენი მაცხოვარება. 9გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ. 10გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ. 11ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი. 12ქადებისა მიერ შეამცირო ქუეყანაჲ და რისხვისა მიერ დააკუეთნე წარმართნი. 13და გამოხუედ მაცხოვარებად ერისა შენისა. ცხოვნებად ცხებულთა შენთა მოხუედ. მიავლინე თავთამი უსჯულოთასა სიკუდილი, აღადგინენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. (გ ა ნ ს ვ ე ნ ე ბ ა). 14წარჰკუეთენ განკჳრვებისაგან თავნი ძლიერთანი, შეიმალნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა რომელი ჭამნ გლახაკი იდუმალ. 15და ზედავლინენ ზღჳსა ჰუნენი შენნი, აღმძრველნი წყალთა მრავალთანი. 16დავიცევ, და შეძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. და შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ქუეშე კერძო ჩემსა შეშფოთნა ჴორცნი ჩემნი. განვისუენო მე დღესა შინა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა ჩემსა ერისადმი მსხემობისა ჩემისა 17მით, რამეთუ ლეღუმან არ ინაყოფიეროს. და არა იყუნენ ნაშრომნი ვენაჴთა შორის. ცრუობდეს საქმე ზეთისხილისა და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმლისაგან ცხოვარნი და არა იყუნენ ჴარნი, ზროხანი ბაგათა ზედა. 18ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო ღმერთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა. 19უფალი ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა. და დააწესნეს ფერჴნი ჩემნი დასასრულადმი და მაღალთა ზედა აღმიყუანა მე ძლევად ჩემდა გალობისა შორის მისისა. |
წინა თავი |