უფალი ბრძანებს: „აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის“ (მთ.10:16). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ღვთის შემეცნება გვსურს, ცხვარივით მშვიდი უნდა ვიყოთ.
თუ ცუდად მოექეცით ადამიანს, წასვლისას მაინც მოუბოდიშეთ, აუხსენით თქვენი სისუსტის შესახებ. მოყვასის მიმართ ცოდვა ძალიან ამძიმებს სინდისს. ასეთ ცოდვებს უფალი მხოლოდ მაშინ პატიობს, როცა ჩვენ მოყვასს შევურიგდებით.
რა არის შენთვის უფრო ტკბილი, ცათა სასუფეველი, რომელიც არ იცი რა არის, მაგრამ ირჩევ მხოლოდ ღვთის სიტყვაზე მინდობის გამო თუ ცოდვა, რომლის მთელი სიტკბოცა და სიმწარეც უკვე იგემე და გამოსცადე? აი, ეს არის ორი გზა, ცხოვრების ორი წესი.
„კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ (ფს. 117:26). სული, ქრისტეს სახელი ანიჭებს ყველა საგანსა და ქმედებებს, რაც არ უნდა მცირე იყოს ეს ქმედებები, მარადიულ ღირებულებას.
ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ სცოდოს და დატკბეს ცოდვით, თუნდაც მხოლოდ ფიქრითა და გულისთქმით, ასეთი ვერ შეძლებს თავისი ცოდვების დანახვას.
ღმერთი და ცოდვა დიამეტრალურად ერთმანეთის საპირისპიროა. შეუძლებელია პირისახით ღვთისკენ შეტრიალდე, თუ ზურგს არ შეაქცევ ცოდვას. შეუძლებელია ღმერთი შეიყვარო, თუ ცოდვას არ მოიძულებ ...
ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ერთია - ცოდვა. როგორც ავადმყოფობას არ აქვს მართალზე ძალაუფლება, ასევე არ აქვს მასზე ძალაუფლება სიკვდილს. ადამიანებო, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა სნეულება...
სახარების დღევანდელი დღის საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ ასეთი მარტივი და ცხადი სიტყვები: ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს დაიცავს...
სამყაროში, სადაც ყველგან და ყველაფერში სრული ქაოსია, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით ერთიანდება...
ეს ბევრმა არ იცის. ბევრი კითხულობს ამის შესახებ. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ თუ არ იცით, კარგი იქნება, რომ ვინმეს ჰკითხოთ. სხვათა შორის, მარტივი კითხვაა...
წმიდა წერილში წერია: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს...
მოგიყვებით საუკეთესო საჩუქრის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს შვილებს - ვისაც გყავთ შვილები და შვილიშვილები და ვისაც შვილები გეყოლებათ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ოჯახს შექმნით.
ჭეშმარიტი ქრისტიანია ის, ვინც ნათლoსღებისას გულწრფელად აღიარა ღვთისა და ანგელოზების წინაშე, რომ განეშორა ეშმაკს და მის ყოველგვარ საეშმაკო საქმეს და პირობა დადო ღვთის წინაშე ...
მტერი გიჩურჩულებს: „დაეცემი, ისევ ადგები“, შენ კი ამ სიტყვებით შეეწინააღმდეგე: „ახლა ავდექი და ამისთვის ვმადლობ უფალს!
„მე მიყვარს ჩემი შვილი“, - ამბობს ერთი დედა და დღეში ხუთასჯერ ურეკავს მას. „მე ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ, რათა გავიგო, როგორ არის და სად არის“. მაგრამ ეს სიმართლე არაა...
ყველას თავისი შეხედულება აქვს. ის, რაც მე არ მომწონს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ სხვასაც არ მოეწონოს და პირიქით: რაც მე მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც აუცილებლად მოეწონება.
და განა ეს ასე ადვილია? სრულებითაც არა! რადგან ისინი იმის სწავლებას მთხოვენ, რაც ადამიანის საქმიანობათაგან ყველაზე დიადი, დიდებული და შრომატევადია.
ძმანო, ვისა და რის წინაშე შეიძლება იყოს ადამიანი ქედმაღალი? ანგელოზების წინაშე? მაგრამ ანგელოზები ხომ უკვდავნი არიან, ადამიანი კი – მოკვდავი?! ადამიანების წინაშე?
მხვნელი მიწას ხნავს. იგი ყოველწამიერად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებას. სხვაგვარად როგორ დაამუშავებდა ყანას, თუ კვალს არ მიაყოლებდა გათენებიდან მზის ჩასვლამდე?!
თუ ქრისტემ თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მაშ, რატომღა კვდებიან კვლავ ადამიანები?
მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ
ძმანო, რა არის ჩვენი უკანასკნელი, საბოლოო მოლოდინი? ღამით ჩვენ დღეს ველით, დღისით კი – ღამეს; შემდეგ – ისევ დღეს და ისევ ღამეს, მაგრამ ეს მოლოდინები არ არის ჩვენი საბოლოო მოლოდინი...
დაუშვებელია, რომ ვინმესგან რამე მიიტაცო, რადგან ვინც იტაცებს, აღარ აქვს ერთობა იმასთან, ვისაც სტაცებს, ხოლო ვისაც სიყვარული აქვს, ყველაფერს მიტაცების გარეშე ფლობს.
გთხოვთ და გევედრებით, საყვარელნო, ვიზრუნოთ ჩვენი შვილებისათვის და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ცხონებისთვის. მიბაძეთ ნეტარ იობს, რომელსაც ეშინოდა, რომ ფიქრითაც არ შეეცოდათ მის შვილებს...
როდესაც ვინმეს რაიმე ვნება აქვს, შევეცადოთ, რომ მის მიმართ სიყვარული და გულმოწყალება გამოვამჟღავნოთ, რათა განიკურნოს იგი და გათავისუფლდეს, მაგრამ საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს მხოლოდ ღვთის მადლითაა...
ქრისტეს, პირველ რიგში, ყველაზე უბრალო ადამიანები გაჰყვნენ, რადგან უბრალოა და საკვირველად გულში ჩამწვდომი მისი ყოველი სიტყვა. მთელი მისი მოძღვრება თითქოს თავისთავად გასაგებია...
ნუ გიხარია მისი დაცემა – ის ხომ ადამიანია. ის შენი ძმაა. დაე, ნუ გაიხარებს შენი გული, როდესაც ძმა წაიბორძიკებს! ღმერთმა ის სიცოცხლისთვის შექმნა და მისი დაღუპვა არ ახარებს.
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა.
შურს ნუ იძიებ; ბოროტებას ბოროტებით ნუ უპასუხებ. საკმარისია ბოროტება შენი მეზობლისგან; თუ მის ბოროტებას ბოროტებითვე მიაგებ სანაცვლოს, ბოროტება გაძლიერდება სამყაროში...
ძმანო, საჭირო არ არის თავი ვიქოთ იმით, რაც ჩვენს ძალაუფლებას აღემატება. ვადები და წლები თავისი ძალაუფლებით ღმერთმა განაწესა და თავადვე განაგებს მათ.
როგორც კი სხვისი კუთვნილი მოისურვე, მაშინვე შესცოდე. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას: გონს მოხვალ და გამოფხიზლდები თუ განაგრძობ თავქვე დაშვებას, საითკენაც სხვისი კუთვნილის დაუფლების სურვილი გექაჩება?!
ნურც საკუთარ თავს და ნურც მოყვასს ნუ ეცრუები. როცა საკუთარი თავის შესახებ ცრუობ, იცი, რომ იტყუები, ხოლო როცა სხვის შესახებ ამბობ სიცრუეს, მაშინ ამ სხვამ იცის, რომ შენ მას ცილს სწამებ.
ადამიანის გონებაში გაჩენის წუთიდან ადამიანის თვითმკვლელობამდე ცოდვა თორმეტ საფეხურს გადის. არადა, ღმერთმა ადამიანს უბოძა იმის ძალა, რომ არ შესცოდოს!
მოყვასს ნუ დაამწუხრებ და მის საკუთრების უფლებას ნუ შეურაცხყოფ! თუ ფიქრობ, რომ მელიებსა და თაგვებზე უკეთესი ხარ, მათ მსგავსად ნუ მოიქცევი!
ნუ გექნება უკანონო კავშირი ქალთან. ჭეშმარიტად, ამ საკითხში ცხოველები ბევრად მორჩილნი არიან ღვთისა, ვიდრე მრავალი ადამიანი.
ღმერთმა ყველა ქმნილებას თავისი სიცოცხლიდან შთაჰბერა სიცოცხლე, რომელიც ღვთის მიერ ბოძებული ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა.
ვიდრე შენ შეიცნობდი ღმერთს, იგი შეიცნეს შენმა მშობლებმა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პატივს მიაგებდე და მადლობდე მათ. თაყვანი ეცი და ქება შესწირე ყველას, ვინც შენამდე შეიცნო ღმერთი – უმაღლესი სიკეთე ამ ქვეყნად.
შემოქმედი ექვსი დღე ქმნიდა და მეშვიდე დღეს შრომისაგან დაისვენა. ექვსი დღე დროებითია, დაუდგრომელი და წარმავალი, მეშვიდე დღე კი – მარადიული, მშვიდი და წარუვალი.
ამაზრზენი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი თუ აცნობიერებენ ამას, რადგან იგი გულში ღრმადაა ჩამალული. ამპარტავნებას განაპირობებს ის, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს.
არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა და რაოდენი – რაი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანასა
ღმერთი ერთია და არ არსებობენ სხვა ღმერთები, მის გარდა. მან შექმნა ყველა ქმნილება, მისი მადლით ცოცხლობენ ისინი და მასთანვე ბრუნდებიან. ღმერთშია მთელი ძალა და ძლიერება და არ არსებობს ძალა ღვთის გარეშე...
დღევანდელი სახარების საკითხავში თქვენ მოისმინეთ, თუ როგორ სასწაულებრივად განკურნა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათი კეთროვანი და როგორი უმადური აღმოჩნდა მათგან ცხრა.
რთულია, ძმანო, კამათი უღმერთოსთან, რთულია საუბარი უგუნურთან, რთულია დაარწმუნო გაბოროტებული. რთულია უღმერთოს, უგუნურისა და გაბოროტებულის სიტყვებით დარწმუნება
ღატაკი, რომელიც ითხოვს მოწყალებას, და მდიდარი, რომელიც გასცემს მას – ორივე უფლისაგან სესხულობს, იმ პირობით, რომ ღატაკი ითხოვს უფლის სახელითა და თავმდაბლობით ...
წარმართულ გარემოში დაბადებული ასისთავი, ღვთის შემეცნების ნათლის გარეშე აღზრდილი ცდომილებაში, რომელმაც არაფერი იცის ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, განსაკუთრებული მოწყალებისათვის ევედრება ქრისტეს ...
როგორ შეიძლება უძლური ძლიერი იყოს? მოხუცი, რომელიც საშინელი ქოშინით იტანჯება, ძლივს დადის დაუძლურებული ფეხებით და ხელები უკანკალებს, ნუთუ შესაძლებელია ძლიერი იყოს იმიტომ, რომ უძლურია?
რატომ კითხულობთ ნაკლებად? იმიტომ, რომ არ იცით რაოდენ დიდი სიბრძნეა წარმოდგენილი ამ ეპისტოლეებში და სახარებასთან შედარებით, მეორეხარისხოვნად მიიჩნევთ მათ.