მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 1

1სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა ძრვისა.

2და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ

3და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა.

4და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს საფუძველნი ძისა ადერისნი.

5და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე დამკჳდრებულნი ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და წარმოიტყუენოს ერი ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი.

6ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა, შეყენებად იდუმიაჲსსა.

7გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.

8და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი,

9ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა

10და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი

11ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო ქუეყანისაგან და განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა საძლეველად.

12და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი

13ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა ზედა არ მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა განივრცნენ საზღუარნი მათნი.

14და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა მისისასა.

15და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი ერთბამად,-იტყჳს უფალი.


შემდეგი თავი