მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 2

1ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა მოაბისთა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა მეიასნი მტუერად.

2და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქთა მისთანი და მოკუდეს უძალობასა შინა მოაბი ღაღადებასა თანა და ჴმასა თანა საყჳრისასა.

3და მოვსპო მსაჯული მისგან და ყოველნი მთავარნი მისნი მოვაკუდინნე, - იტყჳს უფალი

4ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ განშორებისათჳს მათგან შჯულსა უფლისასა და ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს. და შეაცთუნნეს იგინი ამაოთა მათთა, რომელთა შეუდგეს მამანი მათნი უკანა მათსა.

5და გამოვავლინო ცეცხლი იუდას ზედა და შეჭამნეს საფუძველნი იერუსალიმისანი

6ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ისრაილისათა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა და დავრდომილსა ფერჴთშესასხმელთათჳს

7მთრგუნველთა მტუერსა ზედა ქუეყანისასა, და დაჰჴუერთნიდეს თავებსა გლახაკთასა და გზასა მდაბალთასა განსდრეკდეს. და ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ, რათა შეაბილწონ სახელი ღმრთისაჲ მათისა

8და შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს მახლობელად საკურთხევლისა და ღჳნოსა ცილისწამების გამო სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა

9ხოლო მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა. და განვაჴმე ნაყოფი მისი ზენაჲთ და ძირნი მისნი ქუენაჲთ

10და მე აღმოგიყუანენ თქუენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. და მიმოგიყუანენ თქუენ უდაბნოს ზედა ორმეოც წელ დამკჳდრდებად ქუეყანასა ამორრეველთასა.

11და მოვიხუენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინაწარმეტყუელნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ. ნუ არა არიანა ესენი ძეთა ისრაჱლისათად? - იტყჳს უფალი

12და ასუემდით განწმედილთა ღჳნოსა და წინაწარმეტყუელთა ამცნებდით მეტყუელნი: არა წინაწარმეტყუელებდეთ

13ამისთჳს, აჰა, მე ავაგორვებ ქუეშე კერძო თქუენსა, ვითარსახედ გორავს ურემი სავსე ლელწმითა

14და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალისა თჳსისაჲ და მბრძოლმან ვერ აცხოვნოს სული თჳსი.

15და მშჳლდოსანმან ვერ უძლოს წინააღგომად და ქუეითი ვერ განერეს ფერჴითა თჳსითა და ვერცა განარინოს ლაშქარნი.

16და იპოოს გული მისი ძლიერთა შორის შიშუელი, სდევნიდეს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი