მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 6

1ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა. მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ

2გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი საზღუართა თქუენთა

3რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა

4მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის სამროწლისა მწუარებსა

5რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი

6მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა.

7ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან

8რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა მისთა

9და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა და მოკუდენ

10და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა?

11და თქუას: არღარა. და ჰრქუას: დუმენ არღა სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა

12მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე განხეთქითა

13უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ

14მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი

15მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა.


წინა თავი შემდეგი თავი