მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 8

1ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, ჭურჭელი მემახურისა

2და თქუა: რასა ხედავ შენ, ამოსს? და ვთქუ: ჭურჭელსა მემახურისასა. და თქუა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა, არა შევსძინო მერმე თანაწარსლვად მისა.

3და ვალალებდენ სართულნი ტაძრისანი. და მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მრავალი დაცემული ყოველსა ზედა ადგილსა, ზედა მივაგდო დუმილი.

4ისმინეთ ესენი, რომელნი შეჰმუსრავთ განთიად დავრდომილსა და ჰმძლავრობთ გლახაკთა მიმწუხრი

5მეტყუელნი: ოდეს გარდახდეს თთუე და განვყიდოთ, და შაბათნი და განვახუნეთ საუნჯენი ქმნად მცირე საწყეოჲ, და განდიდებად საწონი და ქმნად სასწორი უსამართლოჲ

6მოსყიდად გლახაკნი ვეცხლითა და დავრდომილნი ფერჴთშესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან საქმისა ვივაჭროთ.

7ფუცავს უფალი ამპარტავანებისათჳს იაკობისსა: უკეთუ დაივიწყნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

8და ამათ ზედა არა აღშფოთნეს ქუეყანაჲ. და იგლოოს ყოველმან დამკჳდრებულმან მას ზედა და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული და შთავიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

9და იყოს მას დღესა შინა,- იტყჳს უფალი, უფალი. -დაჰჴდეს მზე შუადღე და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა ნათელი.

10და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.

11აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.

12და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.

13მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი შუენიერნი და ჭაბუკნი წყურილითა

14მფუცავნი სალხინებელსა ზედა სამარიაჲსასა და მეტყუელნი: ცხოველ არს უფალი შენი დან; ცხოველ არს უფალი შენი ბერსაბედ. და დაეცნენ და არა აღდგენ მერმე.


წინა თავი შემდეგი თავი