მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ანგია წინასწარმეტყველი
თავი 1

1მეორესა შინა წელსა დარიოსის ზე მეფისა, მეექუსესა თუესა, ერთსა თჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელი: თქუ ზორობაბელის მიმართ, სალათიილისასა, ტომისაგან იუდაჲსსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა მეტყველმან:

2ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ.

3და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი:

4უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს.

5და აწ ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა.

6სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამეთ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთრვალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განჴურეტილად.

7ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაისხენით გულთა თქუენთა გზათა მიმართ თქუენთა.

8აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, - თქუა უფალმან:

9მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი. და მივჰბერე მათ, ამისთჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა.

10ამისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი.

11და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა.

12და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა.

13და ჰრქუა ანგეს ანგელოზმან უფლისამან: არქუ ერსა: მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი,

14და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელ სალათიილისისა, ტომისაგან იუდაჲსა და სული იიუსუჲსი, იოსედეკიისისა, მღდელისა დიდისა. და სული ყოვლისა დანაშთომთა ერისათაჲ. და შევიდეს და იქმოდეს საქმეთა სახლსა შინა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისასა.


შემდეგი თავი