მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ანგია წინასწარმეტყველი
თავი 2

1მეოცდაოთხესა თთუესა თჳსა მეექუსისა, მეორესა წელსა დარიოსს ზე მეფისა,

2მეშჳდესა თთუესა ოცდაერთსა თთჳსასა, თქუა უფალმან, ჴელთა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელმან:

3თქუ ზორობაბელის მიმართ სალათიელისისა, ტომისაგან იუდასსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა და ყოველთა დანაშთომთა ერისათა მეტყუელმან:

4ვინ არს თქუენგანი, რომელმან იხილა სახლი ესე დიდებასა შინა მისსა წინაპარსა და ვითარ თქუენ ხედავთ მას აწ, ვითარცა არამყოფსა თქვენ წინაშე?

5და აწ განძლიერდი, ზორობაბელ! - იტყჳს უფალი, - და განძლიერდი, იოსედეკ, მღდელი დიდი! და განძლიერდინ ყოველი ერი ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, და იქმოდეთ (მით, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი).

6სიტყვა, რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სული ჩემი დადგა საშუალ თქუენსა, ნუ გეშინინ თქუენ

7მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე ერთგზის მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ჴმელი.

8და თანაშევძრენ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი და რაჲც ყოველთა ნათესავთანი და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:

9ჩემი არს ვეცხლი და ჩემი არს ოქროჲ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

10მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის).

11მეოთხესა და მეოცესა მეცხრისა თჳსასა, წელსა მეორესა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა მეტყუელი.

12ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰკითხე მღდელთა შჯული, მეტყუელისა:

13უკეთუ მიიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ მწუერვალსა შინა სამოსლისა მისისასა და შეეხოს მწუერვალსა სამოსლისა მისისასა პურსა ანუ გბოლვილსა, ანუ ღჳნოთა, ანუ ზეთსა, ანუ ყოველსავე ჭამადსა, უკეთუ განწმდესა? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: არა.

14და თქუა ანგეა: უკეთუ შეეხოს თუ შეგინებული სულსა ზედა ყოველსა ამათგანსა, უკეთუ შეიგინოს? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: შეიგინოს.

15და მიუგო ანგეოს და თქუა: ეგრეთვე ერი ესე და ეგრეთ ნათესავი ესე წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და ეგრეთ ყოვლნი საქმენი ჴელთა მათთანი. და რომელიცა შეეხოს, მუნ შეიგინოს (მისაღებელთათვის მათთა განთიად მსთუათა ლმობილობდენ პირისაგან უკეთურებათა მათთასა და გძულსყე ბჭეთა შორის მამხილებელი.

16და აწ დაისხენით გულთა შინა თქუენთა ამით დღითგან და წამართ პირველ დადებისა ქვისა, ქვასა ზედა შორის ტაძარსა უფლისასა.

17ვიეთნი იყვენით, ოდეს შთასთესევდით ურნატად ოცსა სატასა და იქმნა ათი სატაჲ ქრთილი. და შეხჳდოდეთ ტაგარისა მიმართ აღმოვსებად ერგასისთა მართა და იქმნა ოცად.

18გგუემენ თქუენ ზედა ქარისაგანმხრწნელობისა მიერ, სეტყჳსა მიერ ყოველნი საქმენი ჴელთა თქუენთანი და არ მოიქეცით ჩემდა, - იტყჳს უფალი,

19და უკუე აწესენით გულნი თქუენნი ამით დღითგან და წამართ მეოთხითგან და მეოცით მეცხრისა თთჳსაჲთ. და დღითგან, რომელსა დაეფუძნების ტაძარი უფლისაჲ. დაისხენით გულთა შინა თქუენთა.

20უკეთუ მერმე იცნობოს კალოსა ზედა და უკეთუ მერმე ვენაჴი და ლეღჳ, და ბროწეული, და ხენი ზეთისხილისანი არგამომღებელნი ნაყოფისანი, ამით დღითგან ვაკურთხნე.

21და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა, მეოთხესა და მეოცესა თთჳსასა, მეტყუელი:

22თქუ ზორაბებელის მიმართ სალათელისისა, ტომისაგან იუდაჲსით: მე შევძრა ცაჲ ქუეყანაჲ და ზღვაჲ და ჴმელი.

23და დავაქცინე საყდარნი მეფეთანი და მოვსპო ძალი მეფეთა, წარმართთა, დავაქცინე ეტლნი და აღმავალნი და შთაჴდენ ცხენნი და აღმავალნი მათნი, თითოეული მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა.

24მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მიგიღო მე შენ, ზორაბაბელ, სალათეელისო, მონაო ჩემო, და დაგდვა შენ ვითარცა აღმონაბეჭდი მით, რამეთუ სათნო გიყავ შენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.


წინა თავი