მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ბარუქ წინასწარმეტყველი*
თავი 3

1უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, სულმან სულთქმათაშინამან და სულმან მოწყინებისამან ღაღად-ყო შენდამი.

2ისმინე, უფალო, და შეიწყალე, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.

3რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ.

4უფალო, მიერთისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, ისმინე მომკუდართა ისრაილისათა ლოცვისაჲ და ძეთა შეცოდებულთაჲსაჲ წინაშე შენსა, რომელთა არა ისმინეს ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და აღგუეწებნეს ჩუენ ძჳრნი.

5ნუ მოიჴსენებ უსამართლოობათა მამათა ჩუენთასა, არამედ მოიჴსენე ჴელისა შენისა და სახელისა შენისა ჟამსა ამას შინა,

6რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებთ შენ, უფალო,

7რამეთუ ამისთჳს მოეც შიში შენი გულთა ზედა ჩუენთა, ხადად სახელისა შენისა და გაქებთ შენ განსახლულობასა შინა ჩვენსა, რამეთუ გარემივაქციეთ გულისაგან ჩუენისა ყოველი უსამართლოებაჲ მამათა ჩუენთა მცოდველთაჲ წინაშე შენსა.

8აჰა, ჩუენ დღეს განსახლულობასა შინა ჩუენსა, სადა განვითესენით, მუნ დღესა ამას საყუედრელად და საწყევარად და სათანამდებოდ ყოველთათჳს უსამართლოებათა მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს შენგან, უფალო ღმერთო ჩვენო.

9ისმინენ, ისრაილ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ ცნობად გონიერებისა.

10რაჲ არს ისრაილ! რად, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა ხარ?

11განჰკფდი ქუეყანასა შინა უცხოსა? თან შეიბილწე, მკუდართა თანა შეირაცხე ჯოჯოხეთისათა შორის.

12დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

13გზასა თუმცა ღმრთისასა სრულ იყავ, და-მცა-მკჳდრებულ იყავ მშჳდობით საუკუნესა ჟამსა.

14ისწავე, სადა არს ცნობა, სადა არს ძალი, სადა არს გულისჴმის-ყოფაჲ, სადა გაგონება ერთბამად, სადა გრძელ საწუთოობა და ცხოვრება, სადა არს ნათელი თვალთა და მშჳდობა?

15ვინ პოვა ადგილი მისი და ვინ შევიდა საუნჯეთა მიმართ მისთა,

16სადა არიან მთავარნი წარმართთანი, დაუფლებულნი მჴეცთა ზედა ქუეყანისათა,

17მფრინველთა შორის ცისათა მომღერალნი.

18და ვეცხლისა მეუნჯენი და ოქროჲსანი, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს დასასრული მოგებისა მათისა, ვეცხლისა მქანდაკებელნი და მზრუნველნი, და არა არს მოპოვნება საქმეთა მათთა,

19უჩინო ქმნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს და სხუანი აღდგეს ნაცულად მათდა.

20უჭაბუკესთა იხილეს ნათელი და დაემკჳდრნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ ზედმიწევნულობისაჲ არა ცნეს,

21არცა გულისჴმა-ყუნეს ალაგნი მისნი, არცა შეეწინეს მას ძენი მათნი, გზისა მისისაგან შორს იქმნეს.

22არცა ისმა ქანაანს შინა, არცა გამოჩნდა თემანს შინა.

23და ძეთა აგარისთა, გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისა ქუეყანასა ზედა, ვაჭართა მერრანისა და თემანისა, და ზღაპარსიტყუადთა, და გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისათა, ხოლო გზაჲ სიბრძნისა არა ცნეს, არცა მოიჴსენეს ალაგთა მისთაჲ.

24ჵ, ისრაჱლ, ვითარ დიდ არს სახლი ღმრთისაჲ და კეთილგრძელ ადგილი შენებულებისა მისისა!

25დიდ არს და არა არს დასრულება მაღალ და უსაზომო.

26მუნ იშუნეს გმირნი სახელოვანნი, დასაბამითგან ქმნილნი კეთილ, დიდად მეცნიერნი მბრძოლობად.

27არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზა ზედმიწევნილობისა მისცა მათ.

28და წარწყმდეს არქონებისგან ცნობისა, წარწყმდეს განუზრახველობისათჳს მათისა.

29ვინ აღვიდა ცად და დაიპყრა იგი და შთამოიღო იგი ღრუბელთაგან?

30ვინ განვიდა წიაღ ზღჳსა და პოვა იგი, და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა?

31არა არს მცნებელი გზისა მისისა, არცა გულად მომღები ალაგისა მისისა,

32არამედ მეცნიერმან ყოვლისამან იცის იგი. მოიღო იგი გულისხმისყოფითა თჳსითა, რომელმან დაჰმზადა ქუეყანაჲ საუკუნესა ჟამსა, აღავსო იგი საცხოვარებითა ოთხფერჴებითა

33გამომავლენელმან ნათლისამან და ვიდოდეს. უწოდა მას და ერჩდა მას ძრწოლით,

34ხოლო ვარსკულავნი განბრწყინდეს საჴმილავთა მისთა ზედა და იშუებდეს.

35და უწოდა მათ, და ჰრქუეს: იქა ვართ. და უნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა.

36ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა.

37მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ.

38ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.


წინა თავი შემდეგი თავი