მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 1

1მეამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, იერუსალიმად და მოადგა მას.

2და მისცა უფალმან ჴელსა შორის მისსა იოაკიმ, მეფე იუდაჲსაჲ, და კერძოჲ ჭურჭელთა სახლისა უფლისათაჲ, და შთაიხუნა იგინი ქუეყანად სენაარად, სახიდ ღმრთისა მისისა, და ჭურჭელნი შეიხუნა სახიდ საუნჯისა ღმრთისა თჳსისა.

3და ჰრქუა მეფემან ასფანაქს, საჭურისმთავარსა თჳსსა, შეყვანებად ძეთაგან ტყუეობისა ისრაილისა და თესლისაგან მეფობისა და ფორთომმინთაგან

4ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიწი, და შუენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინა სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა, და განმგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარშესატყჳსობაჲ მათ შორის დგომად სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათდა ნაწერნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.

5და განუწესა მათ მეფემან დღისაჲ-დღითიდღედი ტაბლისაგან მეფისა, და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა და ზრდად მათდა სამ წელს და შემდგომად ამათსა დადგინებად მათდა წინაშე მეფისა.

6და იყო მათ შორის ძეთა იუდაჲსათა: დანიილ, და ანანია, და აზარია და მისაელ.

7და ზედ დაჰსხნა მათ საჭურისთმთავარმან სახელნი დანიელსა - ვალტასარ, და ანანიასა სედრაქ, და მისაილსა - მისაქ, და აზარიასა აბედნაქო.

8და დაიდვა დანიილმან გულსა შორის თჳსსა, რაჲთა არა იუსიტყოს ტაბლისაგან მეფისა და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა, და ევედრა საჭურისთმთავარსა, რაჲთა არა სცეს მისგან.

9და მისცა ღმერთმან დანიელს წყალობაჲ და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა

10და ჰრქუა საჭურისთმთავარმან დანიილსა: მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, დამაწესებელისა საჭმელსა თქუენსა და სასუმელსა. ნუსადა იხილნეს პირნი თქუენნი მჭმუნვარენი უფროს ყრმათა თანმოჰასაკეთა თქუენთასა და დასაჯოს თავი ჩემი მეფემან.

11და თქუა დანიელმან ამელსადის მიმართ, რომელი დაადგინა საჭურისთმთავარმან დანიილის ზედა, ანანია, მისაილ და აზარიაჲსსა:

12და გამოცადენ მონანი შენნი დღეთა ათთა, და მომეცემოდენ ჩუენ თესლთაგან, და ვჭამდეთ და წყალსა ვსუმიდეთ.

13და იხილნედ წინაშე შენსა სახენი ჩუენნი, და სახენი ყრმათა მჭამელთანი ტაბლასა მეფისასა, და ვითარსახედცა იხილო, ქმენ ყრმათა შენთა თანა.

14და ისმინა მათი სიტყჳსა ამისებრ და გამოცადნა იგინი ათთა დღეთა შინა.

15და შემდგომად დასრულებისა ათთა დღეთასა იხილვნეს სახენი მათნი კეთილებ და ძლიერებ ჴორცნი უფროს ყოველთა მჭამელთასა ტაბლასა მეფისასა.

16და იყო ამელსად აღმღებელი სერისა მათისა და ღჳნისა სასუმელისა მათისაჲ, და მისცემდა მათ თესლთა, და ყრმათა ოთხთა.

17მისცა მათ ღმერთმან გულისხმის-ყოფაჲ და ცნობაჲ ყოველსა შინა ღრამმატიკოსობასა და სიბრძნესა. და დანიილ შეატყუებდა ყოველსა შორის ხილვასა და ძილისშორისსა.

18და შემდგომად დასრულებისა დღეთაჲსა, რომელნი თქუნა მეფემან შესაყვანებელად მათდა, და შეიყვანნა იგინი საჭურისთმთავარმან წინაშე ნაბუქოდონოსორისსა,

19და უბნობა-ყო მათ თანა მეფემან, და არა იპოვნეს ყოველთა მათგან მსგავსნი დანიილ და ანანია და მისაილ და აზარიაჲსნი, და დადგეს წინაშე მეფისა,

20და ყოველსა შინა სიტყჳსა სიბრძნისა და ზედმიწევნულობისასა, რომელნი იძინა მათგან მეფემან, პოვნა იგინი ათწილქმნილნი უფროს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, მყოფთა ყოველსა შორის მეფობასა მისსა.

21და იქმნა დანიილ ვიდრე წლამდე ერთად კჳროზ მეფის პირველისა.


შემდეგი თავი