მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 10

1წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა.

2მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.

3პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.

4და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ.

5და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, დადგა კაცი ერთი შემოსილი ბადენითა და წელნი მისნი გარემორტყმულ ოქროთა, ოფაზითა.

6და სხეული მისი, ვითარცა თარშე, და პირი მისი, ხილვა ვითარცა ელვისაჲ, და თუალნი მისნი, ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი მისნი და წჳვნი მისნი, ვითარცა ხილვაჲ რვალისა აელვებულისა, და ჴმაჲ სიტყვათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ერისაჲ.

7და ვიხილე მე, დანიელ, მარტომან ჩუენება და ჩემთანათა კაცთა არა იხილეს ჩუენება, არამედ, განცჳბრება დიდი დაეცა მათ ზედა და ივლტოდეს შიშისაგან.

8და მე დავშთი მარტოჲ და ვიხილე ჩუენება ესე დიდი და არა დაშთა ჩემ შორის ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განხრწნილებად და ვერ ვიპყარ ძალი.

9და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ და სმენასა შინა ჩემდა ჴმისა სიტყვათა მისთაჲსასა ვიყავ შეჭმუნვილ პირითა ჩემითა, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანასა ზედა.

10და, აჰა, ჴელი შემხები ჩემი, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა.

11და თქუა ჩემდამო: დანიელ, კაცო გულისსათქმელო, გულისხუმა-ყუენ სიტყუანი, რომელთა მე ვიტყჳ შენდამი და თქუმასა შინა მისსა ჩემდამო დადეგ დგომასა ზედა შენსა, რამეთუ აწ მოვივლინე შენდამი, და თქმასა შინა მისსა ჩემდამო სიტყჳსა ამისსა აღვდეგ მძრწოლარე.

12და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა.

13და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.

14და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ.

15და ზრახვასა შინა მისსა ჩემდამო სიტყუათა ამათებრ მივეც პირი ჩემი ქუეყანასა ზედა და შევჭმუნდი.

16და, აჰა, ვითარცა მსგავსება ძისა კაცისა, შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვზრახევდ და ვთქუ მდგომარისა მიმართ წინაშე ჩემსა: უფალო, ჩუენებასა შინა შენსა მოიქცეს შინაგანნი ჩემნი ჩემ შორის, და, აჰა, არა მაქუს ძალი.

17და ვითარ შემძლებელ იქმნეს მონაჲ შენი, უფალო, ზრახვად უფლისა ამის თანა ჩემისა? და ამიერითგან არ დადგეს ჩემ შორის ძალი და მშჳნვაჲ არ დაშთა ჩემ თანა.

18და შესძინა და შემახო მე, ვითარცა ხილვამან კაცისამან, და განმაძლიერა მე.

19და მრქუა მე: ნუ გეშინინ, მამაკაცო გულისსათქმელთაო, მშჳდობაჲ შენდა, მჴნობდ და განძლიერდი! და ზრახვასა მისსა ჩემ თანა განვძლიერდი და ვთქუ: იტყოდედ უფალი, რამეთუ განმაძლიერე მე.

20და მრქუა მე: უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა,

21არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი.


წინა თავი შემდეგი თავი