მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 11

1მე წელსა პირველსა კჳროსისსა, დავდეგ სიმტკიცედ და ძალად.

2და აწ მე გითხრობ შენ ჭეშმარიტსა: აჰა, სამნი მეფენი აღდგენ მერმე სპარსეთს შინა, და მეოთხე განძლიერდეს სიმდიდრითა დიდთა უფროს ყოველთასა, და შემდგომად დაპყრობისა მისგან სიმდიდრესა მისსა ზედააღუდგეს ყოველთა მეფობათა ელლინთასა.

3და აღდგეს მეფე ძლიერი, და ეუფლოს უფლებათა მრავალთა და ქმნას ნებისაებრ მისისა.

4და ვიდრე დგესღა მეფობა მისი, შეიმუსროს და განიწვალოს ოთხთა მიმართ ქართა ცისათა და არა უკუანაჲსკნელთა მისთა მიმართ, არცა უფლებისაებრ მისისა, რომელ იუფლა, რამეთუ დაიჴსნა მეფობა მისი და სხუანი გარეშე მათსა.

5და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.

6და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.

7და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.

8და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა თანა მათთა, ყოველი ჭურჭელი გულისსათქმელი მათი ვეცხლისა და ოქროჲსა ნატყუენავისა თანა შეიღოს ეგჳპტედ, და იგი დადგეს ზედა მეფისა ჩრდილოსასა.

9და შევიდეს სამეფოდ მეფისა სამხრისასა და მოიქცეს ქუეყანად თჳსსა.

10და ძეთა მისთა შეკრიბონ ერი ძალთა მრავალთაჲ და თანშეაყონ, და შევიდეს მომავალი და წარმღუნელი, და წარმოჴდეს, და დაჯდეს და თანშეთხზნას ვიდრე ძალისამდე მისისა.

11და განველურდეს მეფე სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ბრძოლა-სცეს მეფესა თანა ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი და მისცეს ერი ჴელსა შინა მისსა,

12და მიიღოს ერი, და ამაღლდეს გული მისი, და დააქუევნეს ბევრნი და ვერ უძლონ.

13და მოაქციოს მეფემან ჩრდილოსამან და მოიყვანოს ერი მრავალი უფროს პირველისასა, და დასასრულსა თანა ჟამთასა ზედმოვიდეს შესლვითა ძალისა მიერ დიდისა და სიმდიდრითა მრავლისა.

14და მათ ჟამთა შინა მრავალნი აღდგენ მეფესა ზედა სამხრისასა, და ძენი ბუგრიანთა ერისა შენისათანი აღზუავნენ დადგინებად ხილვისა და მოუძლურდენ.

15და შევიდეს მეფე ბღუარისაჲ, და მოადგას პატნეზი, და მოიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი და მკლავნი მეფისა სამხრისანი ვერ დადგენ. და აღდგენ რჩეულნი მისნი და არა იყოს ძალი მისი დადგომად.

16და ქმნას შემავალმან მისდა მიმართ ნებისაებრ მისისა, და არა იყოს დამდგომ პირისპირ მისსა, და დადგეს ქუეყანასა შინა საბირისსა და მოსრულდეს ჴელისა მიერ მისისა.

17და დააწესოს პირი მისი შესლვად ძალითა ყოვლისა მეფობისა მისისათა, და სიწრფოებანი ყოველნი ყუნეს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განხრწნად იგი, და არა დაადგრეს და არა იყოს მისსა.

18და მოაქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მიმართ, და დაიპყრნეს მრავალნი და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა. ყოველი ყუედრება მისი მიექცეს, მან მოაქციოს პირი მისი

19ძალისა მიმართ ქუეყანისა მისისაჲსა, და მოუძლურდეს და დაეცეს და არა იპოოს.

20და აღდგეს ძირისაგან მისისა ნერგი მეფობისაჲ განმზადებულებასა ზედა მისსა წარმდროებელი და მოქმედებასა მეფობისასა. და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არა პირითა და არცა ბრძოლისა მიერ.

21დადგეს განმზადებულებასა ზედა მისსა, შეურაცხ იქმნას, და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ.

22და მკლავნი წარმღუნელისანი წარირღუნენ პირისაგან მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმანცა აღთქმისამან

23და თანაშემყოფელთაგანმან მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღვიდეს და ზეშთა განაძლიეროს მცირედისა მიერ ძალისა და ნათესაობისა.

24და მრავლითა სოფლებითა მოვიდეს და ქმნეს, რომელი არა ქმნეს მამათა მისთა და არცა მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი და სიმდიდრე მათი განაბნიოს და ეგჳპტესა ზედა ისიტყუნეს სიტყვანი მისნი და ვიდრე ჟამისა.

25და აღდგეს ძალი მისი და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალისა მიერ დიდისა, და მეფემან სამხრისამან შეამტკიცოს ბრძოლაჲ ძალისა მიერ დიდისა და ძლიერისა ფრიად, და ვერ დადგეს, რამეთუ სიტყუედ მას ზედა გულისსიტყვათა,

26და ჭამენ სათანადოთა მისთა და შემუსრვენ მას, და ძალი თჳსი წარღუნას და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

27და ორნივე მეფენი, გულნი მათნი უკეთურებისა თანა და ტაბლასა ზედა ერთსა ცრუსა ზრახვიდენ და არ წარემართოს, რამეთუ არსღა დასასრულამდე ჟამი.

28და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა სიმდიდრისა თანა მრავლისა და გული მისი აღთქმასა ზედა წმიდასა, და ყოს და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა.

29ჟამად მოიქცეს და მოვიდეს სამხრად მომართ, და არა იყოს, ვითარცა პირველი და ვითარცა უკუანადი.

30და შევიდენ მის თანა გამომავალნი კიტელნი, დაიმორჩილონ და დამდაბლდეს, და მიიქცეს და საკჳრველებდეს აღთქმასა ზედა წმიდასა. და იყოს და მოიქცეს, და გულისხუმა-ყოს დამტევებელთა ზედა აღთქმისა წმიდისათა.

31და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმიდე მძლავრებისაჲ, და გარდაადგინონ სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი.

32და მეუსჯულოსა ზედშეამთხჳონ აღთქმაჲ შებრკოლებისა მათისა, და ერსა, მეცნიერსა ღმრთისა თჳსისასა, არ განაძლიერებენ და ჰყოფენ.

33და გულისხუმიერნი ერისა ჩემისანი გულისხუმა-ჰყოფენ მრავლად, და მოუძლურდებიან მახჳლისა მიერ, და ალისა მიერ და ტყუეობისა მიერ და იავრობისა მიერ დღეთაჲსა.

34და მოუძლურებასა შინა მათსა შეწევნულ იქმნეს შეწევნითა მცირითა და შესძინენ მათ ზედა მრავალი შებრკოლებისა მიერ.

35და გულისხმისმყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათ შინა და გამორჩევად და გამოცხადებად ვიდრე ჟამამდე გამოჴურვებისა მცირესა ჟამადმდე.

36და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს.

37და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არ გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

38და ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს და ღმერთი, რომელი არა იცნეს მამათა მისთა, ადიდოს ოქროჲსა მიერ და ვეცხლისა და ქვითა პატიოსნითა და გულისსათქმელთა მიერ.

39და იყო სიმაგრეთა შორის მისალტოლველთა ღმრთისა თანა უცხოჲსა, და განამრავლოს დიდებაჲ, და დაიმორჩილნეს მათ მრავალნი და ქუეყანა განყოს ნიჭთა მიერ.

40და ჟამსა დასასრულისასა მრქენალ იქმნას მეფისა თანა სამხრისათა; და შეკრბეს მის ზედა მეფე ბღუარისა ეტლებისა მიერ და ცხენებისა და ნავებისა მრავლებისა, და შევიდეს ქუეყანად დასავანებელთა შორის, და შემუსროს და თანაწარჰჴდეს.

41და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ჴელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა.

42და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად.

43და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვეცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა.

44და ჰამბავნი და სისწრაფენი შეაშფოთებდენ მას და აღმოსავალისაგან და ბღუარისა, და მოვიდეს გულისწყრომითა მრავლითა განყოფად და შეჩუენებად მრავალთა.

45და აღდგას კარავი თჳსი ფადანოს შინა, საშუალ ზღუათასა, მთასა საბირისა წმიდასა, და მოვიდეს ვიდრე კერძოდმდე მისსა, და არა არს გამომჴსნელი მისი.


წინა თავი შემდეგი თავი