მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 12

1და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

2და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.

3და გულისხმის-მყოფელნი განბრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროჲსა და მართალთაგანნი მრავალთანი, ვითარცა ვარსკულავნი, საუკუნეთადმი და მერმეცა.

4და შენ, დანიელო, დაჰმარხენ სიტყუანი და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამამდე აღსასრულისა, ვიდრემდის განისწავლნენ მრავალნი და განმრავლდეს მეცნიერება.

5და ვიხილე მე, დანიელმან, და აჰა, სხუანი ორი დადგეს: ერთი - ამიერ ბაგესა მდინარისასა და ერთი - იმიერ.

6და ვარქუ მას კაცსა მოსილსა ბადენით, რომელი იყო ზემოჲთ წყლისა მდინარისასა: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი?

7და მესმა კაცისა მის მოსილისა ბადენითა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თჳსი და მარცხენე ზეცად მიმართ და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისა შორის განბნეულებისა ჴელისა წერისა განწმედილისასა აცნობნენ ყოველნი ესენი.

8და მესმა, და ვერ გულისხუმა-ვყავ და ვარქუ: უფალო, რამე იყოს უკანასკნელნი ამათნი?

9და თქუა: წარვედ, დანიელ, რამეთუ დაჴშულნი და დაბეჭდულნი არიან სიტყუანი ვიდრე დასასრულამდე ჟამამდე.

10გამოირჩინენ, და გამოსპეტაკნენ, და გამოჴურდენ, და განწმდენ მრავალნი; და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხუმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხუმა-ყონ.

11და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი.

12ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა.

13და შენ მოვედ და განისუენე, რამეთუ მერმე არიანღა დღენი აღსავსებადმდე და დასასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსრულებასა თანა დღეთასა.


წინა თავი შემდეგი თავი