მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 3

1წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

2და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

3და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.

4და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,

5რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

6და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

7და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.

8მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:

9მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!

10შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,

11დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.

12არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.

13მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.

14და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?

15აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

16და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,

17რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.

18და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.

19მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,

20და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

21მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,

22ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.

23და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.

24და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.

25და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:

26კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,

27რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.

28და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,

29რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,

30და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

31და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.

32და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

33და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.

34ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,

35და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა,

36რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,

37რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.

38და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.

39და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,

40ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.

41და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.

42ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,

43და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო!

44და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.

45ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა.

46და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.

47და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა,

48და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი,

49ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.

50და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.

51მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:

52კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

53კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა,

54კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

55კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

56კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.

57აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლსანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

58აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

59აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

60აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზეშთაზენი ცათანი, უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

61აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

62აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

63აკურთხევდით ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

64აკურთხევდით ყოველნი წჳმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

65აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

66აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

67აკურთხევდით ნეფხუა და მწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

68აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

69აკურთხევდით ყინელი, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

70აკურთხევდით თრთჳლნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

71აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

72აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

73აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

74აკურთხევდით ქუეყანაჲ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

75აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

76აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

77აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

78აკურთხევდით ზღუანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

79აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

80აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

81აკურთხევდით მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

82აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

83აკურთხევდით ძენი ისრაჱლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

84აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

85აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

86აკურთხევდით სულნი და მბერავნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

87აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

88აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაილ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისა სიკუდილისაჲსა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიჴსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიჴსნნა ჩუენ.

89აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

90აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.

91და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე.

92და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.

93მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.

94და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.

95და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.

96და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.

97მაშინ მეფემან წარმართნა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო სოფელსა მას ბაბილოვნისასა და აღაორძინნა იგინი და ღირს-ყო წინამძღუანვად ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე მისსა:

98ნაბუქოდონოსორ მეფე ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მყოფთა ყოველთა შორის ქუეყანასა, მშჳდობა თქვენი განმრავლდინ.

99სასწაულნი და ნიშნი, რომელნი ქმნნა ღმერთმან მაღალმან ჩემ თანა, სათნო იქმნა წინაშე ჩემსა მითხრობად თქუენდა,

100ვითარცა დიდნი და ძლიერნი, და ვითარცა დიდ და ძლიერ არს მეფობა მისი. მეფობა მისი - მეფობა საუკუნე და ჴელმწიფება მისი ნათესავამდე და ნათესავად.


წინა თავი შემდეგი თავი