მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
დანიელ წინასწარმეტყველი |
თავი 4 |
1მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა. 2ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე. 3და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე. 4და შემოვიდოდეს მსახრვალნი, მოგუნი, ღაზარისნი, ქალდეველნი, და ძილისშორისი მე ვთქუ წინაშე მათსა, და თანშეტყუება მისი არა მაუწყეს მე, 5ვიდრე არა სხუაჲ ვინმე შემოვიდა წინაშე ჩემსა დანიილი, რომლისა სახელი ვალტასარ, სახელისაებრ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა სული ღმრთისა წმიდაჲ აქუს მის შორის და მე ძილისშორისი წინაშე მისსა ვთქუ. 6ვალტასარ, მთავარო მსახრვალთაო, რომლისა მე უწყი, ვითარმედ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის და ყოველი საიდუმლო არშეუძლებელ არს შენდა, ისმინე ხილვაჲ ძილისშორისისაჲ, რომელი ვიხილე და თანშეტყუება მისი მითხარ მე. 7და ხილვანი თავისა ჩემისანი საწოლსა ჩემსა ზედა, ვხედევდ, და, აჰა, ხე შორის ქუეყანისა და სიმაღლე მისი მრავალ. 8განდიდნა ხე და განძლიერდა; და სიმაღლე მისი მისწუდა ვიდრე ცამდე და სივრცე მისი კიდეთა ყოვლისა ქუეყანისათა, 9ფურცელნი მისნი შუენიერებ და ნაყოფი მისი მრავალ, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის და მის ქუეშე დაიმკჳდრებდეს მჴეცნი ველურნი და რტოთა მისთა შორის მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორცი. 10ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა სარეცელსა ზედა ჩემსა, და, აჰა, ირისე და წმიდაჲ ცით გამო გარდამოვიდა, 11და ჴმა-ყო ძალისა თანა და ესრეთ თქუა: მოჰკუეთეთ ხე ეგე და მოჰკაფენით რტონი მისნი და შთამობერტყენით ფურცელნი მისნი და განაბნიენით ნაყოფნი მისნი! შეიძრნედ მჴეცნი ქუეშე კერძო მისსა და მფრინველნი რტოთაგან მისთა, 12თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა შორის ქვეყანისა მიუშჳთ და საკრველისა შორის რკინისა და რვალისაჲსა და მწუანვილისა შორის გარისა და ცუარისა შორის ცისაჲსა სადგურიანობდეს; და მჴეცთა თანა ნაწილი მისი თივასა შორის ქუეყანისასა. 13გული მისი კაცთაგან იცვალოს და გული მჴეცისა მოეცეს მას. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა. 14თანშეტყუებისა მიერ ირისე სიტყუაჲ და თქმული წმიდათაჲ ზედნაკითხი, რაჲთა ცნან ცოცხალთა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, ვისიცა სთნდეს, მისცემს მას და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა. 15ესე ძილისშორისი ვიხილე მე, მეფემან ნაბუქოდონოსორ, და შენ, ვალტასარ, თქუ შეტყუება წინაშე, რამეთუ ყოველნი ბრძენნი მეფობისა ჩემისანი ვერ შემძლებელ არიან თანშეტყუებასა მისსა ცხად-ქმნად ჩემდა, ხოლო შენ, დანიელო, ძალ-გიც, რამეთუ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის. 16მაშინ დანიილ, რომლისა სახელი ვალტასარ, დაყმუნდა ვითარ ჟამ ერთ და გულისზრახვანი მისნი შეაშფოთებდეს მას. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ვალტასარ, ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ნუ აგაჩქარებენ შენ. და მიუგო ვალტასარ და თქვა: უფალო, ძილისშორისი ესე მოძულეთა შენთა და თანშეტყუება მისი მტერთა შენთა. 17ხე, რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისა სიმაღლე მისწუთა ცამდე, და სივრცე მისი ყოვლისა ქუეყანისადმი, 18და ფურცელნი მისნი კეთილმცენნი, და ნაყოფი მისი მრავალ და საზრდელი ყოველთა მის შორის, ქუეშე მისსა მკჳდრ იყუნეს მჴეცნი ველურნი და რტოთა შორის მისთა მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, 19შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა. 20და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა. 21ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა. 22და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი. 23და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა. 24ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა. 25ესე ყოველნი მოიწინენ ნაბუქოდონოსორსა ზედა მეფისასა, 26შემდგომად ათორმეტთა თთუეთასა ტაძარსა შინა მეფობისა მისისასა ბაბილონს შინა მავალ იყო. 27და მიუგო მეფემან და თქუა: არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე აღვაშენე სახლად სამეუფოდ სიმტკიცისა მიერ ძალისა ჩემისაჲსა პატივად დიდებისა ჩემისა? 28ვიდრე იყოღა სიტყჳსა პირსავე შინა მეფისასა ყოფასა, ჴმაჲ წამებდა ზეცით: შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ მეფე; მეფობა შენი წარჴდა შენგან, 29და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას. 30მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი. 31და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად. 32და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ? 33მას ჟამსა გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივად მეფობისა ჩემისა მოვედ, და შესახედავი ჩემი მოიქცა ჩემ ზედა, და მძლავრნი ჩემნი და დიდებულნი ჩემნი მეძიებდეს მე, და მეფობასა ჩემსა ზედა განვმტკიცენ, და სიდიდე უმეტესი მომემატა მე. 34აწ მე, ნაბუქოდონოსორ, ვაქებ და ზეშთა ავამაღლებ და ვადიდებ მეფესა ცისასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მისნი ჭეშმარიტებ და ალაგნი მისნი მსჯავრ, და ყოველთა მავალთა ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად. |
წინა თავი | შემდეგი თავი |