მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ეკლესიასტესი
თავი 2

1ვთქუ მე გულსა ჩემსა: მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა. და ვიხილე კეთილთა შინა, და ესეცა ამაოვე

2სიცილსა ვარქუ: მიმოგანყოფილ, სიხარულსა - რასა ეგე ჰზამ

3და განვიზრახევდ გულსა ჩემსა მოზიდვად; ვითარცა ღჳნო გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრემდე ვიხილო, რომელი კეთილ არს ძეთა კაცთათჳს მზესა ამას ქუეშეთ, რიცხჳ ცხორებისაჲ დღეთა მათთა

4განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგენ მე სავენაჴენი

5ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგენ ხენი მას შინა, ყოველი ნაყოფიერნი

6და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი

7მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს

8შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი

9განვდიდენ და შევსძინე უფროს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს და სიბრძნე დამადგრა მე

10და ყოველი, რომელი ითხოვეს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან და არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა

11და ვიხილე მე ყოველსა ზედა ნაქმარსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე, ყოფა. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა და არა უმეტეს მზესა ქუეშე

12და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)

13და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა

14ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა

15და ვთქუ მე გულსა ჩემსა, ვითარცა იგი შემთხუევაჲ შეემთხჳოსა? და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი მე? ვიტყოდი მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ესეცა ამაოვე არს, რამეთუ უგუნური ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ

16და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა

17და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის

18და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად

19და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო

20და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქვეშე

21რამეთუ არს კაცი და შრომაჲ მისი სიმართლითა და სიბრძნით არს, და მეცნიერებით, და სიმჴნით; და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდად

22რამეთუ რა სარგებელ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შრომასა შინა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე

23რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამეცა არა დაიძინის გულმან მისმან და ესეცა ამაოვე არს

24არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს

25ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა

26რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა


წინა თავი შემდეგი თავი