მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ეკლესიასტესი
თავი 4

1და მოვაქციე მე და ვიხილენ ყოველნივე ცილისწამებანი, რომელნი იქმნებიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ცრემლნი ცილისშემწამებელთანი და არა ვინ არს მათდა ნუგეშინის-მცემელ ჴელისაგან ცილისშემწამებელისა ძალ

2და ვაქენ მკუდარნი, რომელნი მომწყდარ არიან, უფროს ცხოველთასა, რომელნი ცხოველ არიან აქამომდე

3და უმჯობეს ამათ ორთასავე, რომელი არღა იყოს, რომელმან არღა იხილა ქმნილი ესე ბოროტი, რომელნი იქმნებიან ცასა ქუეშე

4და ვიხილე ყოველი შრომაჲ და ყოველი მჴნექმნილთაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა. და ესეცა ამაო და ჴდომა სულისა

5უგუნურმან მოისხნა ჴელნი მისნი და შეიჭამნა ჴორცნი მისნი

6უმჯობეს არს მჭელი სავსე განსუენებითა უფროს სავსეთა ორთა მჭელთასა შრომით და ჴდომითა სულისაჲთა

7და მოვიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ამას ქუეშე

8არს ერთი და არა არს მეორე, და ძე და ძმაჲ არა არს მისი. და არა არს დასასრული ყოვლისა შრომისა. და თუალნი მისნი ვერ განძღებიან სიმდიდრითა, და ვისთჳსმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან? და ესეცა ამაო და მოტაცება ბოროტ არს

9უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელ არს მათდა სასყიდელი, კეთილ არს შრომასა შინა მისსა

10უკეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი. და ვაჲ ერთისა მის, უკეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორე, რომელმან აღადგინოს იგი

11და უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს

12და უკეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისსა, და საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს

13უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ

14რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ

15ვიხილენ ყოველნივე ცხოველნი, რომელნი ვლენან მზესა ქუეშე ჭაბუკისა მის თანა მეორისა, რომელი დადგეს მის წილ

16არა არს დასრულება ყოვლისა ერისა. ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკანასკნელ არავე იხარებდენ მათ ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა

17დაიცევ ფერჴი შენი, ვიდრემდე ხუალ სახლსა შინა ღმრთისასა, რამეთუ მივახლე სმენად

18უმჯობეს არს მორჩილება ვიდრეღა საცემელთა უგუნურთასა, რამეთუ არამეცნიერ არიან ყოფად კეთილისა


წინა თავი შემდეგი თავი