მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეპისტოლე იერემიასი* |
თავი 1 |
ებისტოლე ბრძენისა ებისტოლე ბრძნისა იერემიაჲსი, ნაცვალნაწერი ებისტოლისაჲ, რომელი წარსცა იერემია წარყვანებულთა მიმართ ტყუეთა ბაბილონად, მეფისა მიერ ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად მათდა, ვითარცა ებრძანნეს მას ღმრთისა მიერ. 1ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა. 2ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით. 3ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს. 4ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან. 5იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო, 6რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი. 7რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად. 8და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ 9გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ. 10ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა. 11ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა. 12შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის. 13და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს. 14ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად. 15ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი. 16დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა. 17და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ. 18სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი. 19და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა, 20დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა, 21სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა. 22ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ? 23რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს. 24ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული 25თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა. 26მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ. 27ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ. 28მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან, 29რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა? 30და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ. 31ყივიედ, ჴმობედ წინაშე ღმერთთა მათთასა, ვითარცა მკუდრისა ძლითსა სერობასა შინა ვიეთნიმე. 32სამოსელთაგან მათთა წარმღებელნი მღდელნი შეჰმოსენ ცოლთა მათთა და ყრმათა, 33არცა ბოროტი თუ რაჲ ვისგანმე ევნოსყე, არცა კეთილისა თუ შემძლებელ არიან მიგებად, არცა მეფისა, ძალ-უცყე დადგენაჲ, არცა წაღებაჲ. 34ეგრეთვე, არცა სიმდიდრისა, არცა ვეცხლისაჲ ვერ ძალ-უცყე მიცემაჲ. აღმთქმელმან თუ ვინმე მათმან აღთქმისამან არ მისცეს, ვერ გამოიძიონ, 35სიკუღილისაგან კაცი ვერ იჴსნან, ვერცა უდარესი ძლიერისაგან ვერ განარინონ, 36კაცი ბრმაჲ მხედველად ვერ აჩვენონ, ჭირსა შინა მყოფი კაცი ვერ გამოიჴსნან. 37ქურივი ვერ შეიწყალონ, ვერცა ობოლსა კეთილი უყონ. 38მთისაგანთა ქვათა მიმსგავსებულნი არიან ღმერთნი მათნი ძელისანი და გარემოვეცხლულნი, და გამოოქროვილნი, მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ. 39ვის უკუე საგონის, ანუ საწოდის არს, მათდა არიან იგი ღმერთად. 40ხოლო მერმე და თჳთ იგი ქალდეველნიცა აგინებენვე მათ, რომელთა ოდეს იხილნიან განლიგებული ვერშემძლებელი, სიტყვად მიმრთმელთა ეზოჲსათა დიოჲსდა და ევედრებიედ ჴმა-ყოფად. 41ვითარმცა შესაძლებელ იყო მისდა გრძნობაჲ? და ვერ უძლავს მათ გულისხმის-ყოფად დატევება, რამეთუ გრძნობაჲ არა აქუსყე. 42ხოლო დედანი მორტყმულნი საბლებითა გზათა ზედა დასხდებიენ კუმევად ქატოთა. 43ხოლო ოდეს მათგანსა ვისმე მიზიდულსა თანწარმავალთაგანისა ვისგანმე, დაწვის მის თანა, მოყუასსა აყუედრებდის, ვითარმედ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცა საბელი მისი განწყდა. 44ხოლო ყოველნი ქმნილნი მათთჳს არიან ტყუილ, ვითარ უკუე საგონის იყოს ღმერთ-ყოფაჲ მათი, ანუ წოდებაჲ ღმერთებ? 45ხუროთა მიერ და ოქრომჭედელთა შემზადებულ არიან, ვერარა სხუად ვერ იქმნებიან, გარნა რომელი ჰნებავნ 46ჴელოვანთა ქმნად მათდა, ხოლო თჳთ იგიცა შემმზადებელნი მათნი ვერ იქმნენ მრავალჟამიერ, ვითარ ეგულვოს მათ მიერ შემზადებულთა ყოფა ღმერთებ? 47რამეთუ დაუტევეს სიცრუე და ყუედრება შემდგომად ყოფადთა, 48რამეთუ ოდეს მოვიდის მათ ზედა ბრძოლა და ძჳრნი, განიზრახევდ თავთა მიმართ თჳსთა მღდელნი მათნი, სადა დაიმალნენ მათ თანა. 49ვითარ უკვე არა საგრძნობ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთაჲსა, რომელნი ვერ აცხოვნებენ მათ, ვერცა ბრძოლისა, ვერცა ბოროტთაგან განერნენ. 50მყოფნი ძელისად და მოვეცხლულად და მოოქროვილად. ეცნობოს ამისთჳს შემდგომად ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ნაცილ არიან და მეფეთადცა ცხორებად არიან, ვითარმედ არა არიან ღმრთეებ, არამედ საქმენი ჴელებისა კაცთასა და არარაჲ არს საქმე ღმრთისაჲ მათ შორის. 51ვისდა უკუე არსაცნაურ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმენი ჴელთა კაცთანი და არა არს საქმენი ღმრთისაჲ მათ შორის? 52რამეთუ მეფე სოფლისა ვერ აღადგინონ, ანუ განარინონ, ვერცა კაცთა წჳმაჲ ვერ მოსცენ, 53სასჯელი ვერ განსაჯონ თავთა მათთა, ვერცა იჴსნან მიმძლავრებულნი; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი საშუალ ცისა და ქუეყანისა. 54და რამეთუ ოდეს დავარდეს სახლსა ღმერთთა ძელისათასა, ანუ მოვეცხლულთა, ანუ მოოქროვილთასა ცეცხლი, მღდელნი უკუე მათნი ივლტიან და განერებიან, ხოლო იგინი, ვითარცა მოსელნი, საშუალ დაიწჳან. 55ხოლო მეფესა და მბრძოლთა ვერ წინადაუდგენ, ვითარ უკუე საგონებელ, ანუ საწოდებელ იყოს, ვითარმედ არიან ღმრთეებ? 56უკუეთუ ვერცა მპარავთაგან, ვერცა ავაზაკთაგან ვერ განერებიან, ღმერთნი ძელისანი და მოვეცხლულნი და მოოქროვილნი, რომელთა შემძლებელნი. 57გარემოსძრცჳან ოქროსა და ვეცხლსა და სამოსელთა გარმდებარეთა მათთა და წარვლენ მქონებელნი, და ვერ შეეწინენ თავთა თჳსთა? 58ვინაცა უმჯობეს არს მეფე მჩუენებელი თჳსისა სიმჴნისაჲ, ანუ ჭურჭელი სახლსა შინა საჴმარი, რომელსა იჴმარებს მომგებელი, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი? ანუ კარი წინასახლისა შორის, მცველი მას შინა მყოფთაჲ, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი, 59რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მყოფნი ბრწყინვედ და მოვლინებულნი საჴმარად კეთილ მორჩილ არიან, 60ეგრეთ ელვაიცა, ოდეს გამოჩნდეს, კეთილ სახილავ არს, ხოლო იგივე სულიცა ყოველსა შინა სოფლებსა სულავს. 61და ღრუბელთა ოდეს ებრძანოს ღმრთისა მიერ ზედასლვად ყოველსა ზედა მკჳდროანსა, აღასრულებენ ბრძანებულსა. 62და ცეცხლიცა, გამოვლენილი ზენაჲთ აღწუად მთათა და მაღნართა და ბორცუთა, ჰყოფს ბრძანებულსა, ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა მათთა ერთისაცა ამათგანისა არიან მიმსგავსებულ. 63ვინაჲ ნუცა იწოდებიედ, ნუცა საგონის იქმნებიედ ყოფად იგინი ღმერთად, ვერშემძლებელნი ვერცა სასჯელისა შჯად, ვერცა კეთილის-ყოფად კაცთა. 64მცნობელთა უკუე, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან, 65რამეთუ ვერცა მეფეთა დასწყევენ, ვერცა ვერ აკურთხევენ. 66ხოლო სასწაულნი წარმართთა ცასა შინა ვერ უჩუენნენ, არცა, ვითარ მზე, ვერ განბრწყინდენ, არცა ჰნათობდენ, ვითარ მთოვარე. 67მჴეცნი მათსა უმჯობეს არიან, რომელთა ძალ-უც, განერნენ რაჲ. და თუ იარნენ სარგებელ-ყოფად თავთა. 68არა რომლითა უკუე გუარითა ცხად არს თქუენდა, ვითარმედ არიან ღმერთნი, რომლისათჳს ნუცა გეშინინ მათა, 69რამეთუ ვითარცა მტილსა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაიცვის, ეგრეთ ღმერთნი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოანნი და ოქროანნი. |