მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 10

1ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,

2მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად.

3და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი?

4არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

5ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა.

6რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და დასხმად მათდა მტუერად.

7ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად არამცირისა.

8და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას:

9არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ.

10ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე. ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა,

11რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა, ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა.

12და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,

13რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.

14და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.

15ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,

16არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.

17და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა

18დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.

19და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.

20და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.

21და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა.

22და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა,

23რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.

24ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა.

25მერმე, რამეთუ, მცირედღა და ედასცხრეს რისხვაჲ, ხოლო გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა.

26და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა.

27და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან შენთა,

28რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი.

29და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს. შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი.

30ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა, ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა!

31განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი. ივედრების

32დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი.

33და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ.

34და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი მაღალთა თანა დაეცეს.


წინა თავი შემდეგი თავი