მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 11 |
1და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს. 2და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა, 3სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს, 4არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ. 5და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი. 6მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი. 7და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს. 8და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას 9და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი. 10და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით. 11და იყოს მას დღესა შინა, შესძინოს უფალმან ჩვენებად ჴელი მისი შურვებად დაშთომილსა ერისასა, რომელი უკუეთუ დაშთეს ასსურასტანელთაგან და ეგჳპტისაგან, და ბაბილონისაგან და ეთიოპიისაგან, და ელამიტელთაგან და მზისაღმოსავალთაგან, და არაბიასაგან და ჭალაკთაგან ზღჳსათა. 12და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი ისრაჱლისანი და განთესულნი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა. 13და მოისპოს შური ვფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს. 14და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ჴელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ. 15და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ ეგჳპტისა, და მიყოს ჴელი მისი მდინარესა ზედა სულითა მაიძულებელითა. და დასცეს იგი შჳდთა ჴევნებთა მიმართ, ვიდრემდის განვლამდე მისსა ფერჴშესასხმელითა. 16და იყოს საგზაურ დაშთომილისა ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა. და იყოს ისრაჱლი, ვითარცა დღესა, ოდეს გამოვიდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |