მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 14

1მსწრაფლ მოვალს და არა ჰყოვნის, და დღენი მისნი არ მოზიდულ იქმნენ. და შეიწყალოს უფალმან იაკობი და გამოირჩიოს მერმე ისრაილი; და განისუენებდეს ქუეყანასა ზედა მათსა და მექუეყანე შეეძინოს მათ თანა და შეეძინოს სახლისა მიმართ იაკობისსა.

2და მიიხუნენ იგინი ნათესავად, და შეიყვანნენ ადგილად მათდა და დაამკჳდრნენ და განმრავლდენ და განიყოფდენ მათ ძენი ისრაილისანი ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ ტყუებ ტყუემქმნელნი მათნი, და იუფლებოდინ უფლებულნი მათნი.

3და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა განგისუენოს შენ უფალმან სალმობისაგან შენისა და გულისწყრომისა შენისა და მონებისა შენისა ფიცხლისა, რომლითა ჰმონებდი მათ.

4და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე.

5შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა.

6დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა.

7განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით.

8და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.

9ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.

10ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.

11ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი.

12ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.

13ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.

14აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა.

15ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა.

16მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა,

17დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა.

18ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა,

19ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა,

20ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი.

21განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ.

22და ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად,

23ვიდრემდის დაემკჳდრნენ გრძღაბნი ექინნი, და იყოს არარად. და დავდვა იგი თიჴისა მთხრებლად წარსაწყმედელად, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

24ვითარსახედ ვთქუ, ეგრეთ იყოს, და ვითარსახედ განმიზრახავს,

25ეგრეთ ეგოს წარწყმედად ასსურასტანელთა ქუეყანისა ზედა ჩემისა და მთათა ზედა ჩემთა. და იყვნენ დასათრგუნველ, და აღებულ იქმნეს მათგან უღელი მათი და ძალი მათი მჴართა მათთაგან აღებულ იქმნეს.

26ესე განზრახვა, რომელსა განიზრახავს უფალი სრულსა ზედა მკჳდროანსა, და ესე ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა,

27რამეთუ, რომელთა განიზრახავს ღმრთისა წმიდაჲ, ვინ დაჴსნას? და ჴელი მისი მაღალი ვინ გარემიაქციოს?

28წელსა, რომელსა მოკუდა აქაზ მეფე, იქმნა სიტყვა ესე წარმართთა ზედა:

29ნუ განიშუებთ უცხოტომნი ყოველნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი მგუემელისა თქუენისა, რამეთუ თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი.

30და ძოვდენ გლახაკნი მის მიერ, ხოლო დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ, ხოლო მოჰსრავს სიყმილითა თესლსა შენსა და დანაშთომსა შენსა მოსრავს.

31ვალალაებდით ბჭენი ქალაქთანი და ღაღადებდენ ქალაქნი აღშფოთებულნი ყოველნი უცხოთესლნი, რამეთუ კუამლი ჩრდილოთ მოვალს და არა არს დადგომათ.

32და რაჲ მიუგონ მეფეთა ნათესავთასა, რამეთუ უფალმან დააფუძნა ქუეყანა სიონისაჲ და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.


წინა თავი შემდეგი თავი