მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 15

1სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.

2დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.

3უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.

4რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.

5გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.

6წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.

7ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,

8რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,

9რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი