მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 20

1წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.

2მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან.

3და თქვა უფალმან: ვითარსახედ ვალს მონა ჩემი, ესაია, შიშუელი და უჴამლიერო, სამ წელ იყოს სასწაულებად და ნიშებად მეგჳპტელთა და ეთიოპიელთა.

4ვითარმედ ესრეთ გულისხმა-ყონ და მიიყვანნეს მეფემან ასსურასტანელთამან ტყუედ მეგჳპტელნი და ვთიოპიელნი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, შიშველნი და უჴამლიერონი და გამომაცხადებელნი სირცხჳლსა ეგჳპტისასა.

5და სირცხჳლეულ იქმნენ ძლეულნი მეგჳპტელნი ეთიოპელთა ზედა, რომელთა მიმართ იყვნეს მოსავ მეგჳპტელნი, რომელნი იყვნეს დიდება მათდა.

6და თქვან დამკჳდრებულთა ჭალაკსა ამას შინა მას დღესა შინა: აჰა, ჩუენ ვიყვენით მოსავ მათდა მიმართ შესაწევნელად. და იგინი ვერ შემძლებელ არიან განრომად მეფისაგან ასსურასტანელთასა, და ვითარ ჩუენ განვერნეთ?


წინა თავი შემდეგი თავი