მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 24

1აჰა, უფალი განჰხრწნის მკჳდროანსა და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი მისი და განთესავს დამკჳდრებულთა მის შორის.

2და იყოს ერი, ვითარცა მღდელი, და ყრმა, ვითარცა უფალი, და მჴევალი, ვითარცა უფალა. და იყოს მსყიდელი, ვითარცა გამსყიდელი, და მოვასხე, ვითარცა მავასხებელი, და თანამდები, ვითარცა რომლისა თანა-ედვას.

3ხრწნილებით განიხრწნას ქუეყანა და ტყუეობით წარიტყუენოს ქუეყანა, რამეთუ პირმან უფლისამან თქუნა ესენი.

4იგლოვა ქვეყანამან და განიხრწნა მკჳდროანი, იგლოვეს მაღალთა ქუეყანისათა.

5და ქუეყანამან იუშჯულოა დამკჳდრებულთა ზედა მისთა მით, რამეთუ თანაწარჰჴდეს შჯულსა და შეცვალნეს ბრძანებანი, განიქარვეს აღთქუმა საუკუნო.

6ამისთჳს წყევამან შეჭამოს ქუეყანა, რამეთუ ცოდეს დამკჳდრებულთა მისთა. ამისთჳს გლახაკნი იყვნენ მკჳდრნი შორის ქუეყანისა და დაშთენ კაცნი მცირენი.

7იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან, სულთ-ითქუნენ ყოველთა მოხარულთა სულითა.

8დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთა, დაცხრომილ არს თავჴედობა და სიმდიდრე უთნოთა, დაცხრომილ არს ჴმა ქნარისა.

9სირცხჳლეულ იქმნეს, არ სუმიდეს ღჳნოსა, მწარე იქმნა მსუმელთათჳს თაფლუჭი.

10მოოჴრდა ყოველი ქალაქი, დაიკლიტნენ სახლებნი არშესლვად.

11ვალალაებდით ღჳნისათჳს ყოვლით კერძო, დაცხრომილ არს ყოველი სიხარული ქუეყანისა, წარვიდა ყოველი შუება.

12და დაშთომილ იქმნენ ქალაქნი ოჴერნი და სახლნი დატევებულნი წარწყმდენ.

13ესე ყოველნი იყვნენ ქუეყანისა შორის საშუალ წარმართთასა, ვითარსახედ უკეთუ ვინ მოიკუფხლნენ იგინი და უკეთუ დასცხრეს მსთულებელი.

14ესენიცა ჴმითა ყიოდიან, რამეთუ დაშთომილნი ქუეყანასა ზედა იშუებდენ ერთბამად დიდებითა უფლისათა, რამეთუ აღიმღრუეს წყალი ზღჳსა მის შორის.

15ამისთჳს დიდება უფლისა ჭალაკთა შორის იყოს ზღჳსათა, მათ შორის სახელი უფლისაჲ დიდებულ იყოს. უფალო, ღმერთო ისრაილისაო!

16ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.

17შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.

18და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.

19შფოთებით შეშფოთდეს ქუეყანა და წარწირვით წარიწიროს ქუეყანა (მიდრკა).

20და შერყევით შეირყიოს ქუეყანა, ვითარცა მთრვალი და მებრუე. და შეიძრას, ვითარცა ხილისსაცავი, ქუეყანა. და დაეცეს და ვერ ეძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მის ზედა უსჯულოება.

21და იყოს მას დღესა შინა, მოაწიოს უფალმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი და მეფეთა ზედა ქუეყანისათა.

22და შეკრიბნენ და შეაწყუდინენ სიმაგრესა შინა შესაკრებელი მისი და საპყრობილესა შინა, მრავალთა ნათესავთა ძლით მოსახილავი იყოს მისი.

23და დადნეს ალიზი და დაეცეს ზღუდე. და სირცხჳლეულ იქმნეს მთოვარე და კდემულ იქმნეს მზე, რამეთუ განმეფნეს უფალი სიონს შინა და იერუსალიმს შინა და წინაშე მოხუცებულთასა იდიდოს.


წინა თავი შემდეგი თავი