მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 26

1მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა, ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე.

2განახუენით ბჭენი, შევედინ ერი დამცველი სიმართლისა

3და დამცველი ჭეშმარიტებისა, შემწე სიმართლისა და დამცველი მშჳდობისა,

4რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით ვიდრე საუკუნოსამდე. ღმერთმან დიდმან საუკუნემან,

5რომელმან დამდაბლებით შთაიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა შინა, ქალაქთა მტკიცეთა შთაამჴობ და შთაიხუამ, ვიდრე იატაკამდე.

6და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მშჳდთანი და მდაბალთა კუალნი დავრდომილთანი.

7გზა კეთილ მსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილ მსახურთა,

8რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი.

9ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

10რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.

11უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი. და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.

12უფალო, ღმერთო ჩვენო! მშჳდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ.

13უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა ვიცით, სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ,

14ხოლო მკუდართა სიცოცხლე არა იხილონ, არცა მკურნალთა არა ვერ აღადგინონ. ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე და აღიღე ყოველი წული მათი.

15დაჰრთენ მათ ძჳრნი, უფალო! დაჰრთენ ძჳრნი დიდებულთა ქუეყანისათა და დართენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.

16უფალო, ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ. ჭირსა შინა მცირესა, ანუ წურთა შენი ჩვენდა.

17და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათჳს, უფალო!

18შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანასა ზედა.

19აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს.

20აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ,

21რამეთუ, აჰა, უფალი წმიდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისა შორის, მოხილვად უშჯულოებასა დამკჳდრებულთა ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს მოკლულნი მერმე.


წინა თავი შემდეგი თავი