მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 27

1მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.

2მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.

3მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე.

4არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა.

5დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის, ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა.

6შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა.

7ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა?

8მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა გულისწყრომისათა?

9ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი

10და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი.

11და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.

12და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი.

13და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს.


წინა თავი შემდეგი თავი