მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 28

1ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.

2აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის განსუენება ჴელთა და ფერჴთა.

3და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი.

4და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი.

5მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა.

6და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა მაყენებელი მოკლვად,

7რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს.

8განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს.

9ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან?

10ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.

11ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

12მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.

13და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და წარწყმდენ.

14ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა,

15რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?

16ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

17დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.

18ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს, იყოს იგი დასათრგუნველად.

19ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო,

20ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად ჩუენდა.

21ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა. გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.

22და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

23ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და ისმინენით სიტყუანი ჩემნი.

24ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა.

25არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი საზღვართა შინა შენთა.

26და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა,

27რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი,

28ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

29და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა.


წინა თავი შემდეგი თავი