მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 29 |
1ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა, 2რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა. 3და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი. 4და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს. 5და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული. 6და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი. 7და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი. 8და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა. 9დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან, 10რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა. 11და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს. 12და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა. 13და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა. 14ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა გულისჴმიერთა დავფარო. 15ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ? 16არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისჴმიერად შემქმენ მე. 17არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს. 18და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ. 19და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით. 20მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა, 21და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი. 22ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან, 23არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს, წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან. 24და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |