მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 30

1ვაჲ შვილთა განდგომილთა ამათ, - იტყჳს უფალი - ჰყავთ განზრახვა არა ჩემ მიერ და ზავნი არა სულისა მიერ ჩემისა, შეძინებად ცოდვანი ცოდვათა ზედა,

2რომელნი ვიდოდეს შთასვლად ეგჳპტედ, ხოლო მე არა მკითხეს შეწევნად ფარაოს მიერ და დაფარვად მეგჳპტელთა მიერ,

3რამეთუ იყოს საფარველი ფარაოსი სირცხჳლად თქუენდა და მოსავთათჳს ეგვიპტისა მიმართ საყუედრელ,

4რამეთუ არიან შორის ტაიანისა მთავარნი და ქადაგნი ბოროტნი.

5ცუდად შურებიან ერისა მიმართ, რომელმან არა არგოს მათ, არცა შესაწევნელად, არცა სარგებელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად,

6ხილვა ოთხფერჴთა უდაბნოსა შინათა ჭირსა შინა და იწროებასა. ლომი და ლეკვი ლომისაჲ, მუნით ასპიდნი, შვილისწულნი ასპიდთა მფრინვალეთანი, რომელთა მოჰქონდა ვირთა ზედა და აქლემთა სიმდიდრე მათი ნათესავისა მომართ, რომელმან არა არგოს მათ შესაწევნელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად.

7მეგჳპტელნი ამაოდ და ცუდად გარგებენ თქუენ. მიუთხარ მათ, ვითარმედ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ეგე თქუენი.

8აწ უკუე დაჯდომილმან დაწერენ ფიცარსა ზედა ესენი და წიგნსა შინა, ვითარმედ იყვნენ დღეთა მიმართ ჟამად ესენი და უკუნისამდე,

9რამეთუ ერი ურჩი არს, ძენი მტყუარნი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული ღმრთისაჲ,

10რომელნი ეტყჳან წინასწარმეტყუელთა: ნუ მომითხრობთ ჩუენ სხვასა შეცთომილებასა.

11და მიმაქცევთ ჩვენ გზისა ამისგან, და მიმიხუამთ ჩუენგან ალაგთა ამათ, და აწ აიღეთ ჩუენგან სიტუანი წმიდისა ისრაელისა.

12ამისთჳს ესრეთ იტყჳს წმიდა ისრაელისა, ვითარმედ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ. და მოსავ იქმნენით სიცრუესა ზედა, და იდრტჳნენით და მოსავ იქმნენით სიტყვასა ამას ზედა.

13ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვა ესე, ვითარცა ზღუდე დაცემული მეყსეულად ქალაქისა მაგრისა გამოღებულისა, რომლისა მეყსეულად წარმოდგის დაცემაჲ.

14დაცემა მისი იყოს, ვითარცა შემუსრვა კეცისჭურჭლისა კეცისა განწულილებად, ვიდრე არ პოვნადმდე მათ შორის ნალეწისა, რომლისა მიერ აღიღო ცეცხლი და რომლისა მიერ აღმოივსო მცირედი წყალი.

15ესრეთ იტყჳს უფალი, უფალი წმიდა ისრაილისა: ოდეს მოქცეულმან სულთ-ითქუნე, მაშინ სცხოვნდე და სცნა, სადა იყავ, რამეთუ ესევდი ამაოთა მიმართ. ამაო იქმნა ძალი თქუენი და არა გნებავსყე სმენა,

16არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, ამისთჳს ივლტოდით და სთქუთ: სუბუქთა ზედა ვიქმნეთ მჴედარ, ამისთჳს სუბუქნი იყვნენ მდევარნი თქუენნი.

17ჴმისა მიერ ერთისა ივლტოდიან ათასნი და ჴმისა მიერ ხუთთასა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდის დაშთეს, ვითარცა საყე, მთასა ზედა და, ვითარცა ნიშანი, ქონებული ბორცუსა ზედა.

18და კუალად ეგოსვე ღმერთი შეწყალებად თქუენდა. ამისთჳს ამაღლდეს წყალობის-ყოფად თქუენდა მით, რამეთუ მსაჯულ არს უფალი ღმერთი ჩუენი. და სადა დატევებულ იქმნეს დიდებაჲ თქუენი, ნეტარ არიან ყოველნი დადგრომილნი მის თანა

19მით, რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს და იერუსალემმან ტირილით იტირა: შემიწყალე მე. შეგიწყალოს შენ, ჴმისაებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეგიწყალა შენ.

20და მოგცეს თქვენ უფალმან პური ჭირისა, და წყალი იწრო, და არღა მერმე არ მიგეახლნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ჰხედვიდენ მაცთურთა შენთა,

21და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი უკუანა შენსა მაცთომთანი, რომელნი იტყოდინ: ესე არს გზაჲ, ვიდოდით ამას შინა, გინა მარჯუენით, გინა მარცხენით.

22და აღიხუნე კერპნი მოვეცხლულნი და მოოქროვებულნი, დაწულილებულ ქმნნე და განჰფიწლნე, ვითარცა წყალნი დაშტანისა, და, ვითარცა სკორე, დასთხინე იგინი.

23მაშინ იწყოს წჳმა თესლსა ქუეყანისა შენისასა და პური ხუარბლისა შენისა იყოს სავსებით და მსუყედ, და ძოვდენ საცხოვარნი შენნი მას დღესა შინა ადგილსა პოხიერსა და ვრცელსა.

24კურონი თქვენნი და ჴარნი მოქმედნი ქუეყანისანი ჭამდენ ბზესა აღქმნილსა ქრთილითა განფიწლულითა.

25და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.

26და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.

27აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.

28და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.

29არა მარადის ჯერ-არს თქუენდა სიხარული და შესლვა სიწმიდეთა მიმართ ჩემთა მარადის, ვითარცა მედღესასწაულეთა, და ვითარცა მოხარულთა შესლვად ავლისა თანა მთად მიმართ უფლისა ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაჱლისასა.

30და სასმენელ-ყოს უფალმან დიდებაჲ ჴმისა მისისა და გულისწყრომა მკლავისა მისისა აჩუენოს გულისწყრომისა თანა და რისხვისა და ალისა შეშჭამდეს და ტეხა მაიძულებელი, და ვითარცა წყალი და სეტყვაჲ გარდამოსრული დაპატიჟებით,

31რამეთუ ჴმისაგან უფლისა იძლინენ ასსურასტანელნი წყლულებითა, რომლითაცა დასცნეს იგინი.

32და იყავნ მისსა გარემოს, ვინა იყო მისსა სასოებაჲ შეწევნისა, რომლისა მიმართ ესვიდა. ესენი ბობღნითა და ნესტჳთა და ქნარითა ბრძოდენ მას განცხრომისა მიერ, რამეთუ უწინარეს დღეთასა მიეჴადოს.

33ნუ შენცა განემზადე გამეფებად, ჴევი ღრმა, ხე ნაძჳსა? ცეცხლი და შეშანი მრავალნი, გულისწყრომა უფლისა, ვითარცა ჴევი წუნწუბისა მიერ მგზებარე.


წინა თავი შემდეგი თავი