მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 32 |
1რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ. 2და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა. და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა წყურიელსა, 3და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა. 4და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა. 5და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ, 6რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად, 7რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა შინა. 8ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და განზრახვა იგი ჰგიეს. 9დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი. 10დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა: განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე. 11განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა წელთა თქუენთა. 12და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა და ვენაჴისა ნაყოფისა, 13ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი, 14სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა. 15ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს. 16და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან შორის კარმელისა დაიმკჳდროს. 17და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე. 18და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა. 19ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა. 20ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და ვირი თრგუნავს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |