მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 37

1და იყო სმენასა შინა მეფისა ეზეკიაჲსსა, განხეთქნა სამოსელნი თჳსნი და გარემოისხა ძაძაჲ და აღვიდა სახიდ უფლისა.

2და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.

3და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.

4შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს.

5და მოვიდეს ყრმანი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაიაჲს მომართ.

6და ჰრქუა მათ ესაიამან: ესრეთ სთქუათ უფლისა მიმართ თქუენისა: ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეშინდები სიტყვათაგან, რომელნი გესმნეს, რომელნი მაყუედრნეს მე მოციქულთა მეფისა ასსურასტანელთასათა.

7აჰა, შევავლინო მისდამი სული, და მსმენელი ამბვისა მიიქცეს სოფლად მისსა და დაეცეს მახჳლითა ქუეყანასა შინა მისსა.

8და მიიქცა რაფსაკი და ეწია მეფესა ასსურასტანელთასა, მო-რაჲ-ეცვა მას ლობნაჲ, და მსმენელ იქმნა მეფე ასსურასტანელთა, რამეთუ ლტოლვილ იქმნა ლაქისით,

9ვითარმედ გამოვიდა თარათა, მეფე ეთიოპელთა, დასხმად მისსა, და მსმენელი შეიქცა და მიავლინნა მიმთხრობნი ეზეკიაჲს მიმართ მეტყუელმან:

10ესრეთ არქუთ ეზეკიასა, მეფესა იუდეასასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი შენი, რომლისა შენ მოსავ ხარ, მისდამი მეტყუელი: არ მიეცეს იერუსალემი ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასასა.

11ანუ არა გესმნეს, რომელნი უყვნეს მეფეთა ასსურასტანელთასა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ წარწყმიდეს? ხოლო შენ განმერეა?

12ნუ განარინნეს იგინი, ღმერთთა წარმართთასა, რომელნი წარწყმიდნეს მამათა ჩემთა: ღოზანი, ხარრანი და რამფისი, რომელნი არიან სოფელსა შინა თეემათისასა.

13სადა არიან მეფენი ემათისანი და არფათისანი? და სადა ქალაქისა სამპფარუიმისანი: ენა და ღავან?

14და მოიღო ეზეკიამან წიგნი მიმთხრობელთაგან და აღმოიკითხა იგი, და აღვიდა სახიდ უფლისა, და განაღო იგი წინაშე უფლისა.

15და ილოცა ეზეკიამან, უფლისა მიმართ მეტყუელმან:

16უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაილისაო, მჯდომარეო ქერუვიმთა ზედა, შენ ხარ ღმერთი მხოლოდ ყოვლისა მეფობისა მსოფლიოსა, შენ შექმნენ ცაჲ და ქუეყანა.

17მოყავ, უფალო, ყური შენი, ისმინე, უფალო! განახუენ, უფალო, თვალნი შენნი, მოიხილე, უფალო, და იხილენ სიტყვანი, რომელნი მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასსურასტანელთამან, ყუედრებად ღმრთისა მაცხოვრისა,

18რამეთუ ნანდვილვე მოაოჴრეს მეფეთა ასსურასტანისათა მკჳდროანი ყოველი და სოფელი მათი

19და შეყარნეს კერპნი მათნი ცეცხლად, რამეთუ არა ღმერთნი იყვნეს, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთასა, ძელ და ქვა, და წარწყმიდნეს იგინი.

20ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მათისა, რაჲთა ცნას ყოველმან მეფობამან ქუეყანისამან, ვითარმედ შენ მხოლო ხარ ღმერთ.

21და მიივლინა ესაია, ძე ამოსისი, ეზეკიას მიმართ და ჰქვა მას: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: მესმნეს, რომელნი ილოცენ ჩემდამო სენაქირიმისთჳს, მეფისა ასსურასტანელთასა.

22ესე არს სიტყუა, რომელი თქუა მისთჳს ღმერთმან: განგგმო შენ და განგბასრა შენ, ქალწული, ასული სიონისა; შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იერუსალჱმისაო.

23ვის აყუედრე და განაძჳნე, ანუ ვისსა მიმართ აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და არა აღიხუენ სიმაღლედ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა,

24რამეთუ მიმთხრობელთა მიერ აყუედრე უფალსა, რამეთუ შენ სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა მე აღვედ სიმაღლისა მიმართ მთათასა და დასასრულთა მიმართ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძჳსა მისისა, და სიკეთე კვიპაროსისა, და შევედ სიმაღლედ, კერძოთა მაღნარისათა.

25და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა.

26არა გესმნეს ესენი ძუელად, რომელნი ვყვენ? მე დღეთათგან პირველთათ განვაწესე, ხოლო აწ განვაჩინე მოოჴრებად ნათესავნი სიმაგრეთა შორის

27და დამკჳდრებულნი შორის ქალაქთა მაგართა, დავაყენენ ჴელნი, და განჴმეს და იქმნეს, ვითარცა თივა ჴმელი ერდოთა ზედა და ვითარცა კლერტი.

28ხოლო აწ განსუენება შენი და გამოსლვა შენი და შესლვა შენი მე უწყი.

29ხოლო გულისწყრომა შენი, რომელსა განსწყერ და სიმწარე შენი აღმოვიდა ჩემდამო, და განვაცუა ხრატუკი ცხჳრსა შენსა და აღვირ პირსა შენსა, და მიგაქციო შენ გზასა, რომელსა მოხუედ მას ზედა.

30ხოლო ესე შენდა სასწაულ: ჭამენ წელიწადსა ამას, რომელნი სთესენ, ხოლო წელიწადსა მეორესა _ ნეშტი, ხოლო მესამესა თესეთ და განლეწეთ, და დაჰნერგენით ვენაჴნი და ჭამეთ ნაყოფი მათი.

31და იყვნენ დაშთომილნი იუდეას შინა, განიბან ძირი ქუე და ყვნენ თესლნი ზე.

32რამეთუ იერუსალჱმით გამოვიდენ დაშთომილნი და განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურმან უფლისა საბაოთისამან ყვნეს ესენი.

33ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი,

34არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი:

35შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.

36და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.

37და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.

38და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი