მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 44

1ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.

2ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,

3რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა.

4და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა.

5ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს.

6ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი.

7ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ.

8ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა? და არა იყვნეს

9მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი.

10მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა,

11და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად,

12რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი.

13გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით. და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და, ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა,

14რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა უფალმან და წჳმამან განაგრძელა,

15რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად და თაყვანის-სცემენ მათ.

16არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი.

17ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარ შენ.

18ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა.

19და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან, ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად შექმნა და თაყვანის-სცემენ მას.

20ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა.

21მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა,

22რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ.

23იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი იშუებდეს.

24ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან და დავამყარე ქვეყანა.

25ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან,

26და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით!

27მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო.


წინა თავი შემდეგი თავი