მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 45

1ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა ჟამსა უპყარ ჴელი მარჯუენა მისი, წინაშე მისსა წარმართნი მორჩილებდენ და ძალი მეფეთა განვხეთქო. განვახუნე წინაშე მისსა კარნი და ქალაქნი არა შეიჴშნენ.

2მე წინაშე მისსა ვიდოდი და მთანი დავავაკნე, ბჭენი რვალისანი შევმუსრნე და მოქლონნი რკინისანი შევფქვნე.

3და მიგცნე შენ, საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი განგიხუნე შენ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე სახელი შენი - ღმერთი ისრაჱლისა.

4ყრმისათჳს ჩემისა იაკობისსა და ისრაელ რჩეულისა ჩემისა მე გიწოდო შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარო შენ. ხოლო შენ არა მიცან მე, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს მერმე გარეშე ჩემსა.

5მე ვარ უფალი და არა ვინ არს გარეშე ჩემსა ღმერთ. განგაძლიერე შენ და არა მიცან მე.

6რაჲთა ცნან აღმოსავალთათაგან მზისათაჲთ და დასავალთათგანთა, ვითარმედ არა არს მერმე გარეშე ჩემსა, მე უფალი ღმერთი და არა არს მერმე.

7მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა.

8იშუებდინ ცაჲ ზეგარდამო და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა. აღმოაცენენ ქვეყანამან და აღმოამორჩენ წყალობა და სიმართლე აღმოაცენენ ერთბამად. მე ვარ უფალი, რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად.

9შეგმზადე, ვითარცა თიჴა მეკეცემან. ნუ მეურნატე მეურნატეობს დღე ყოველ? ნუ ჰრქვასა თიჴამან მეკეცესა: რასა ჰზამ? რამეთუ არა ჰშურები, არცა გქონან ჴელნი. ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თჳსისა; რასათჳს ესრეთ შემქმენ მე?

10ვაჲ, რომელმან ჰრქვას მამასა: რა არს შობაჲ? და დედასა: რაჲ სალმობაჲ?

11რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.

12მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.

13მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.

14ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,

15რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.

16სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.

17რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.

18რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან შექმნა ცაჲ, ესეა ღმერთი, რომელმან გამოაჩინა ქვეყანა და შექმნა იგი, მან განასაზღვრა იგი. არა ცუდად შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად: მე ვარ უფალი და არა არს მერმე.

19არა ფარულსა შორის ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქვეყანისა ბნელისასა არა ვარქუ თესლსა იაკობისსა: ამაოჲ იძიეთ. მე ვარ უფალი მეტყუელი სიმართლისაჲ და მიმთხრობელი ჭეშმარიტებისა:

20შეკერბით და მოვედით, განიზრახეთ ერთბამად, რომელნი სცხოვნდით წარმართთაგან ვერ ცნეს აღმღებელთა ძელისათა ქანდაკებული მათი და მლოცველთა ღმერთთა მიმართ, რომელნი ვვრ აცხოვნებენ.

21უკეთუ მიუთხრობენ, მიეახლნედ, რაჲთა ცნან ერთბამად, ვინ სასმენელ-ყვნა ესენი დასაბამით, მაშინდითგან მიგეთხრა თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს სხვა თჳნიერ ჩემსა მართალი და მაცხოვარი, არა არს გარეშე ჩემსა.

22მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ ქუეყანისა დასასრულისანი. მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა.

23თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქუენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე, და სიტყვანი ჩემნი არა გარემიიქცენ,

24რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა,

25მეტყუელი, სიმართლე და დიდებაჲ მისსა მიმართ მივიდეს და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი, განმსაზღვრებელნი თავთა თჳსთანი უფლისაგან,

26განმართლდენ, და ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნენ ყოველი თესლი ძეთა ისრაელისათა.


წინა თავი შემდეგი თავი