მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 47

1შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი და შუებული.

2მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი, გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა.

3გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი, სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა.

4მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ ისრაილისა.

5დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა, არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა.

6განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი. მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა, მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად,

7და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი.

8ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით, მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე.

9ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა.

10ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,

11და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.

12დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.

13უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა.

14აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა.

15და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი