მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 48

1ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით

2და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი.

3პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია.

4უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა.

5და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე.

6ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა.

7და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.

8არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.

9სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.

10აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ საჴუმილისაგან სიგლახაკისა.

11თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი სხვასა არა მივსცე.

12ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.

13და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.

14და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.

15მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა მისი.

16მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი.

17ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა.

18და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.

19და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

20გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა თჳსი, იაკობი.

21და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი