მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 49 |
1ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი. 2და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე. 3და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო. 4და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა. 5და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა. 6და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა. 7ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ. 8ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა. 9მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი. 10არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი. 11და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა. 12აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა. 13იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა. 14თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე. 15ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, - 16აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის. 17და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან. 18აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა. 19რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი, 20რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო. 21და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს? 22ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ. 23და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე. 24ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა? 25ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე. 26და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |