მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 5

1უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.

2ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.

3და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!

4რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?

5აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,

6და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.

7რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.

8ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?

9რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,

10რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.

11ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.

12რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.

13ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.

14განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.

15და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.

16და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.

17და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.

18ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,

19რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.

20ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!

21ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!

22ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,

23რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!

24ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.

25და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

26ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.

27არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,

28რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.

29მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.

30და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.


წინა თავი შემდეგი თავი