მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 51

1ისმინეთ ჩემი, რომელნი სდევთ სამართალსა და ეძიებთ უფალსა. მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.

2მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.

3და შენცა აწ ნუგეშინის-გცე, სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთა ოჴერთა მისთა და დავსხნე ოჴერნი მისნი, ვითარცა სამოთხე შუებისა, და დასავალითკერძონი მისნი, ვითარცა სამოთხე უფლისაჲ. შუებაჲ და მხიარულებაჲ ჰპოონ მას შინა, აღსაარება და ჴმაჲ ქებისა.

4ისმინეთ ჩემი ერმან ჩემმან და მეფეთა ჩემდამო ყურად-იღეთ, რამეთუ შჯული ჩემ მიერ გამოვიდეს და სასჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

5მოახლებულ არს ადრე სიმართლე ჩემი და გამოვიდეს ნათლად მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავისა მიმართ ჩემისა წარმართნი ესვენ. მე ჭალაკნი მელიან და მკლავისა მიმართ ჩემისა ესვენ.

6აღიხუენით ცად მიმართ თვალნი თქუენნი და დაჰხედენით ქუეყანად თქვენ ქუე, რამეთუ ცაჲ, ვითარცა კუამლი, დაემყარა, ხოლო ქვეყანაჲ, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინი, მოკუდებიან. ხოლო მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

7ისმინეთ, რომელთა იცით შჯაჲ, ერო ჩემო, რომლისა შჯული ჩემი გულსა შინა არს თქუენსა! ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,

8რამეთუ ვითარცა სამოსელი შეიჭამოს ჟამისაგან და ვითარცა მატყლი შეიჭამოს მღილისა მიერ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე იყოს და მაცხოვარება ჩემი ნათესავებსა ნათესავთასა.

9აღდეგ, აღდეგ, იერუსალიმ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისა, აღდეგ ვითარცა დასაბამისშორისსა დღესა, ვითარცა ნათესავი საუკუნე, არა შენ ხარა უამპარტავნო იგი, რომელმან მოსწყალ ვეშაპი?

10არა შენ ხარა, რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ. წყალი სიმრავლე უფსკრულისა? რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსა გზად წიაღსავალად გამოჴსნილთა და განრინებულთა,

11რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ.

12მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს.

13და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა?

14რამეთუ ცხოვნებასა შინა შენსა არა დადგეს, არცა დაიყოვნოს. არ მოაკუდინოს განსახრწნელად და არა მოაკლოს პური მისი,

15რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი შევძრავ ზღუასა და ვაოჴრებ ღელვათა მისთა - უფალი, უფალი საბაოთ, - სახელი ჩემი.

16დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგფარო შენ, რომლისა მიერ დავამტკიცე ცაჲ და დავაფუძნე ქუეყანაჲ და ვარქუ სიონსა: ერი ჩემი ხარ.

17აღდეგ, აღდეგ, აღემართე იერუსალიმ! მსმელო ჴელისაგან უფლისა სასუმელსა გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, შესვი და წარმოაცალიერე.

18და არა იყო ნუგეშინისმცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ. და არა იყო შემწე ჴელისა შენისა, არცა ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

19ორნი ესე მჴდომ შენდა, ვინ შეწუხნეს შენ თანა? დაცემაჲ და შემუსრვაჲ, სიყმილი და მახჳლი, ვინ ნუგეშინის-გცეს შენ?

20ძენი შენნი წარწირულნი, მძინარენი კიდესა ზედა ყოვლისა გამოსავალისასა, ვითარ ჭაკუნტელი კერძომგბარი, რომელნი სავსე არიან გულისწყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილნი უფლისა მიერ ღმრთისა.

21ამისთჳს ისმინე დამდაბლებულმან და მთრვალმან არღვინისგან.

22ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, განმკითხუველი ერისა მისისა: აჰა, მოვიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაკუეთებისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, და არა შესძინო სუმად მისსა.

23მერმე მივსცე იგი ჴელებსა მიმმძლავრებელთა შენთასა და დამამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქუეს სულსა შენსა: მოდერკ, რაჲთა წარჰვლოთ და დაჰსხენ სწორად ქუეყანისა საშუალნი შენნი გარეშე თანწარმავალთათჳს.


წინა თავი შემდეგი თავი