მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 53

1უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

2მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე,

3არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა.

4ესე გუემულებათა ჩუენთა იტჳრთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა.

5ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათჳს, წურთა მშჳდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

6ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათჳს.

7და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

8სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.

9და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა.

10და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა,

11ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს.

12ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.


წინა თავი შემდეგი თავი