მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 54 |
1იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან: 2განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ. 3მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე. 4ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყოს და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისა არა მოიჴსენოს მერმე, 5რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომჴსნელი შენი, თჳთ იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს. 6არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან: 7არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ. 8გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან: 9წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე, 10არცა ქადებითა ჩემითა გარდაცვალებად მთათა, არცა ბორცუნი შენნი გარდაიძრნენ ესრეთ, არცა ჩემმიერი წყალობა მოგაკლდეს შენ, არცა აღთქმაჲ მშჳდობისა შენისა გარდაიცვალოს, რამეთუ თქუა მლხინებელმან შენმან უფალმან; 11ლხინება იყავ შენდა მდაბალ და დაუწყნარებელ-მყოფად იწოდო, ვიდრე ნუგეშინის-გცეს შენ. აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი. 12და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა. 13და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა. 14და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ. 15აჰა, მწირნი მოვლენ შენდა ჩემ მიერ, და გემსხემნენ შენ, და შენდა მიმართ მოილტოდიან. 16აჰა, მე აღგაგე შენ, არა ვითარცა მჭედელმან მბერავმან ცეცხლისა მიერ ნაკუერცხალთამან და გამომღებელმან ჭურჭელსა საქმედ, ხოლო მე აღგაგე შენ არა წარსაწყმედელად ხრწნილებისა. 17ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არ წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო. ხოლო თანამდებნი შენნი იყვნენ წუხილსა შინა. არს სამკჳდრებელი აღმაშენებელთა უფლისათა და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, - იტყჳს უფალი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |