მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 55

1წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და ფასისა,

2ღჳნოჲ და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა? შრომა თქუენი არა პურთათჳს არს და რუდენებაჲ თქუენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშუას კეთილთა შინა სულმან თქუენმან.

3ეკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ აღთქმაჲ საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი.

4აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებელად წარმართთა.

5აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათჳს ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ.

6იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ,

7დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი.

8რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი,

9არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.

10რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად.

11ეგრეთ იყოს სიტყუა ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულოს ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი დაიცვნე,

12რამეთუ შუებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცუნი ვლდებოდიან, შემწყნარებელნი თქუენნი, სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა.

13და ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი. და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.


წინა თავი შემდეგი თავი