მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 56

1ამათ იტყჳს უფალი: დაიცევით მსჯავრი და ყავთ სიმართლე, რამეთუ მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

2ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყუნეს ესენი და კაცი ჴელმყოფი ამათი და დამცველი შაბათთაჲ არშეგინებად და დამცველი ჴელთა მისთა არაქმნად ცრუთა.

3ნუ იტყჳნ სხვა ნათესავი შეახლებული უფლისა მიმართ მეტყუელი: გამოსაზღურებით გამომისაზღურებს მე უფალი ერისაგან ჩემისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი, ვითარმედ: მე ვარ ხე ჴმელი,

4რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა.

5მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს,

6და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი.

7შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა.

8თქუა უფალმან ღმერთმან, შემკრებელმან განთესულთა ისრაილისათამან, ვითარმედ: შევკრიბო მის ზედა შესაკრებელი, ყოველნი მჴეცნი ველურნი.

9მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა.

10იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი,

11და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით.

12მოვედით, მოვიღოთ ღჳნოჲ და ვიჴუმიოთ იგი სიმთრვალედ და არს ესევითარი დღე ხვალე დიდ შენთჳს, ვითარ ფრიად.


წინა თავი შემდეგი თავი