მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 6

1და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.

2და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.

3და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!

4და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.

5და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.

6და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.

7და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.

8და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.

9და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,

10რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.

11და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.

12და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.

13და მერმეცა მას ზედა არს ათეული. და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა, ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა.


წინა თავი შემდეგი თავი